მსხვერპლმა მკვლელს სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე ფოტო გადაუღო

33–წლის ლი უოკერი 38 წლის შონ მერფის და მისი მეგობარი გოგოს მანქანას მიუახლოვდა და ნარკოტიკების შესახებ ჰკითხა, შემდეგ კი მათ ყვირილი დაუწყო. ამის მერე, შონმა ტელეფონით უოკერის გადაღება სცადა. მან ფოტო გადაიღო, მაგრამ იმ მომენტშივე უცნობმა მამაკაცმა ფანჯარაში ხელი შეყო და გულის არეში დანა დაარტყა. მეგობარმა გოგომ შონი მანქანიდან გადმოიყვანა და მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
მომხდარიდან რამდენიმე საათში უოკერი დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. მოგვიანებით მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. უოკერის ადვოკატის თქმით, ის დეპრესიისგან იტანჯებოდა, პოსტტრავმული სინდრომი აწუხებდა მას შემდეგ, რაც 2004 წელს მეგობარი თვალწინ მოუკლეს. როგორც ირკვევა, ლი უოკერი ამ წლების განმავლობაში 24–ჯერ იყო დაპატიმრებული. ამჯერად, მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

სხვა სიახლეები