“მსგავსი შეცდომა მეც დამიშვია…ჩემს ყოფილ მეუღლეს ხელით შევეხე”-გეგე სულხანიშვილი ოჯახურ ძალადობაზე

მსახიობი გეგე სულხანიშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და გამოთქვამს მოსაზრებას ოჯახური ძალადობის შესახებ. მას საკუთარი ოჯახური ცხოვრებიდან მაგალითი მოჰყავს:
„გამოგიტყდებით, მსგავსი შეცდომა მეც დამიშვია. იმიტომ კი არა, რომ ასე მინდოდა, უბრალოდ, წონასწორობა დამაკარგვინა… ჩემს ყოფილ მეუღლეს ხელით შევეხე.
მართალია, ძალიან ვინერვიულე და ვინანე, შევრიგდით კიდეც, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა კარგ ხანს გველის ნაკბენივით მახსოვდა.ეს ამბავი 30 წლის წინ მოხდა და ახლა უნდა მიჩივლოს? მგონი, ასეთი საქციელი სასაცილო იქნება.
სამწუხაროდ, ბევრ ქალს ავიწყდება, როცა ქმარი არაფხიზელ მდგომარეობაშია, ქალმა მაშინ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი და კამათი. ზოგიერთი ქალი ყველანაირად ცდილობს, გაგაბრაზოს, გაგამწაროს, ჩხუბში გამოგიწვიოს…
მე მოძალადეებს კი არ ვამართლებ, არის ხალხი, რომელსაც ფსიქიკური გადახრები აქვს, ზოგს სასმელი ხდის აგრესიულს… თუმცა უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, ხშირად კონფლიქტი ქალის საქციელით არის გამოწვეული. დამიჯერეთ: ზოგიერთს შეუძლია, გაგაგიჟოს და წონასწორობა დაგაკარგვინოს…
შეგახსენებთ, რომ გეგე სულხანიშვილს ხუთი ცოლი ჰყავდა… ამჟამად კი მეექვსედ არის დაქორწინებული, თუმცა ხუმრობით ამბობს, რომ მეექვსეზე გაჩერება არ უნდა…

წყარო: ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები