მსახიობები, რომლებიც როლებისთვის სრულიად შეუცნობლები გახდნენ

1. ეს მამაკაცი 54 წლის მსახიობი რასელ ქროუა. პაპარაცებმა ის ნიუ იორკში ახალი სერიალის “The Loudest Voice In The Room” გადაღებებზე დააფიქსირეს. რასელი ტელეარხ ფოქსის ღამის
საინფორმაციოს წამყვან როჯერ ეილისს ასახიერებს.


2. ეს ჭაღარა გრძელთმიანი, მომხიბვლელი მამაკაცი, 35 წლის მსახიობი, ყველასთვის ცნობილი
ჰენრი კავილია. ის ნეტფლიქსის სერიალში “the witcher” მთავარ როლს ასრულებს.


3. ვიზაჟისტებმა ანჯელინა ჯოლის რადიკალურად შეუცვალეს ვიზუალი ფილმისთვის “Come Away”, რომელშიც ის ტყუპების დედის როლს ასრულებს.


4. Sony pictures-მა ახალი ფილმის “you are my friend” გადაღებებიდან ფოტოები გაავრცელა და ფანებს რადიკალურად შეცვლილი ტომ ჰენკსი წარუდგინა. აღსანინავია, რომ ჰენკსი ქამელეონივით იცვლის სახეს როდესაც ნამდვილი ადამიანების განსახიერება უწევს.


5. 1977 წელს გადაღებულ ფილმ “Susperia”-ს 2018 წლის რიმეიქში მთავარი როლის შემსრულებელი 21 წლის მსახიობი ქლოე მორეტსია. როგორც ხედავთ, მასაც რადიკალურად აქვს იმიჯი შეცვლილი როლისთვის.


6. ნიკოლ კიდმანი შავი თმით აქამდე არავის უნახავს. 50 წლის ოსკაროსანი მსახიობი თრილერში “destoyer” მთავარ როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა დეკემბერშია დაგეგმილი.


7. ასე გამოიყურებოდა ყველასთვის ცნობილი მაფიოზი ალ კაპონე თავისი ცხოვრების ბოლო წლებში. ფილმ “Fonzo”-ს დირექტორმა, ჯოშ ტენკმა ეს სურათი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. სიგარისა და მაკიაჟის უკან მსახიობი ტომ ჰარდია.

8. ეს წვერებიანი ოდნავ პუტკუნა მამაკაცი ისევ და ისევ რასელ ქროუა. რეალურად, ის სულ სხვანაირად გამოიყურება, თუმცა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ფილმში “The True History of the Kelly Gang” ჰარი პოუერის როლი ეთამაშა და მის პერსონაჟს დამსგავსებოდა.


9. კადრი ფილმიდან “The Rhythm Section”, იცანით მსახიობი? ის ბლექ ლაივლია. ყველასთვის საყვარელი ლამაზმანი, რომელიც რადიკალურად შეცვლილია ვიზაჟისტების დამსახურებით. ფილმის პრემიერა კი 2019 წლის თებერვალში გაიმართება.


კომენტარები

სხვა სიახლეები