მსახიობები, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციებს ნანობენ (ფოტოკოლაჟი)

​მსოფლიოში პლასტიკური ოპერაციების ბუმმა, თითქოს, გადაიარა. ცნობილი თუ არაცნობილი სახეები სულ უფრო ხშირად უწევენ პოპულარიზაციას ბუნებრივ სილამაზეს. იდეის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ სილამაზეში მთავარი ბუნებრივობაა და ნაოჭებიც კი ლამაზია. ბუნებრივობის მიმდევარი ჰოლივუდშიც ძალიან ბევრია. არიან ისეთებიც, რომლებმაც გაიკეთეს პლასტიკური თუ კოსმეტოლოგიური ჩარევა და ახლა ამას ნანობენ. წარმოგიდგენთ 6 მსახიობ ქალს, რომელიც პლასტიკურ ჩარევას ნანობს.

ნიკოლ კიდმანი: “ოპერაცია არასდროს გამიკეთებია, მხოლოდ ბოტოქსი ვცადე და დიდი შეცდომა დავუშვი. მივხვდი, რომ ჩემი სახე მე აღარ მეკუთვნოდა”, — თქვა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკოლ კიდმანმა.
კორტნი კოქსი: “სარკეში ვიყურებოდი და საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. საბედნიეროდ, ახლა ბოტოქსის მოქმედება ნელ-ნელა გადის და აღარ ვაპირებ, იგივე გავიმეორო. მსურს, კორტნი ბოლომდე დაბრუნდეს”, — თქვა 2017 წელს Friends-ის მსახიობმა.
ჯიმი ლი კერტისი: “ყველაფერი ვცადე, მათ შორის – პლასტიკური ოპერაცია, ლიპოსაქცია და ბოტოქსი და იცით, რას მივხვდი? არცერთ მათგანს აქვს შედეგი. ეს ყველაფერი 10 წლის წინ იყო და ახლა მეცინება, როდესაც ვიხსენებ, რომ ბოტოქსის გაკეთების შემდეგ თვალებს ვეღარ ვამოძრავებდი. ის, რომ, თითქოს, ამ ყველაფრით დროს ვაჩერებთ, ილუზიაა. ერთდერთი, რაც შეიცვალ,ა ის იყო, რომ უარესად გამოვიყურებოდი”, — თქვა გასულ წელს მსახიობმა.
გვინეტ პელტროუ : “სკალპელის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება, როდესაც 50 წლის გავხდები. ადრე ბოტოქსი ვცადე და სარკეში როცა ჩავიხედე მივხვდი, რომ ჯოან რივერს ვგავდი”, – თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კამერონ დიაზი: “ერთხელ ვცადე ბოტოქსი, თუმცა მალევე გავაანალიზე, რომ საშინელება გავუკეთე ჩემს თავს. ვერაფერს ვამოძრავებდი. ახლა უკვე ვიცი, რომ მირჩევნია, ვუყურო, როგორ მემატება წლები და მიჩნდება ნაოჭები”, — თქვა 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში კამერონმა.

შერი: “წლების წინ მკერდის ოპერაცია გავიკეთე და ვიტყვი, რომ ამაზე საშინელი გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ მიმიღია”, — თქვა გასულ წელს მსახიობმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები