“მოიმატებს დაძაბულობა ქვეყნებს შორის და საომარი მოქმედებების დაწყების რისკი” – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “ფორტუნასთან” საუბრისას ზოადიაქოს ნიშნებს აფრთხილებს:

“შავი მთვარე ანუ ლილიტი – მაცდუნებელი ენერგია თევზების ზოდიაქოდან 21 ოქტომბრამდე  ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც თევზებს შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცეს, ვერძს კი, პირიქით, განსაკუთრებული სიფრთხილით, თავშეკავებით მოქმედებას აიძულებს.

აღსანიშნავია, რომ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ლილიტი ქირონის ასტეროიდს შეუერთდება, რაც ერთი-ორად გაზრდის სულსწრაფობას, აგრესიას და ეგოიზმს, სიჯიუტეს, დიქტატურისა და აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილებას, მოიმატებს ინტრიგების და მოტყუების მცდელობა საქმიან ურთიერთობაში,  ხანძრების და სტიქიური უბედურებების საფრთხე, დაძაბულობა ქვეყნებს შორის და საომარი მოქმედებების დაწყების რისკი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, საზოგადოებრივი და საქმელმოქმედო საქმიანობისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ მხედველობას, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები