“მოერიდეთ კამათს, გარშემომყოფთა კრიტიკას და მოვლენების ზედმეტად აქტიურად კომენტირებას” – ასტროლოგის რჩევები

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 20 იანვრის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს:

“დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მთვარე აქტიური და ენერგიული, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია, მზე კი, საღამოს 18:56 საათზე ერთი თვით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც ადამიანებში ერთის მხრივ, ორიგინალურად აზროვნების და სპონტანურად მოქმედების უნარს, დემოკრატიულობას, სიახლისა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, მეორეს მხრივ კი, სიჯიუტეს და სულსწრაფობას გააძლიერებს.

მოერიდეთ კამათს, გარშემომყოფთა კრიტიკას და მოვლენების ზედმეტად აქტიურად კომენტირებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და უცხოელებთან თანამშრომლობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებად, სპორტული ღონისძიებების და ლაშქრობების მოსაწყობად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი და ცისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და სასწორისთვის, უსიამოვნებები ელით კუროსა და კირჩხიბს”, – აცხადებს ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები