მიხეილ ცაგარელი: 21 იანვარს აპოთეოზი იქნება, მძიმე პერიოდში რაიმე ცუდი არ შეგემთხვეთ


​ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 14-დან 25 იანვრამდე ნეგატიური ენერგოველის პერიოდია, 21 იანვარს კი მთვარის დაბნელებაა და ძალიან მძიმე ფსიქოემოციური დღეა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
2019 წლის იანვრის თვეში ყველაზე რთულ ზონაში შევედით. 14-დან 25 იანვრის ჩათვლით, ყველაზე ნეგატიური ენერგოველის პერიოდი იქნება. 21 იანვარს მოხდება მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება კი – ფსიქოემოციური დღეა. ფსიქოლოგებმა ეს კარგად იციან. ამ პერიოდში მზე ტოვებს თხის რქის ზოდიაქოს და გადადის მერწყულში. 22-23 იანვრიდან ყველა მერწყული ამოისუნთქებს. მაგრამ მანამდე, არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო, რომ მათთვის მძიმე პერიოდში რაიმე ცუდი არ შეემთხვეთ”, – ამბობს მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი გვირჩევს, რომ განსაკუთებული სიფრთხილე 18 იანვრამდე გამოვიჩინოთ და მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ. 18-დან 22 იანვრის ჩათვლიით კი ვეცადოთ პოზიტივი შევინარჩუნოთ. 21 იანვარი აპოთეოზი იქნება, მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა ერთად ძალინ მძიმე ენერგოველს შექმნიან. ამ ეტაპს ქალბატონები განსაკუთრებით მძიმედ გადიან და ძალიან გაღიზიანებულები იქნებიან. ამიტომ, მამაკაცები ყურადღებით უნდა იყვნენ. მნიშვნელოვანი საკითხები უმჯობესია, 18 რიცხვამდე მოაგვაროთ. 18-დან 22 რიცხვის ჩათვლით ყველაფერში ტაიმაუტს ვიღებთ და გადავდივართ პოზიტივზე. ნებისმიერი საქმის გარჩევა და დაძაბულობა ცუდად დამთავრდება“, – აცხადებს ცაგარელი.
ცაგარელის თქმით, ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით ჯანმრთელობის საკითხებს უნდა მოვეკიდოთ.
როგორც ასტროლოგი ამბობს, ამ პერიოდში მომატებული სიკვდილიანობა მზის დაბნელების გამოა. მთვარის დაბნელების პერიოდში კი სიკვდილიანობა რადიკალურად შემცირდება.
“ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ინფექციურ დაავადებებთან ერთად ავიტამინოზის განვითარების საფრთხეც გაიზრდება. ამიტომ ორგანიზმს ძალიან გაუჭირდება. ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერზე ლაპარაკობს და ასტროლოგიური ანალიზი, თუ რა მოხდა, არ კეთდება. ექვს დეკემბერს ჩვენ გვქონდა მზის დაბნელება, როდესაც ყველა ინფექციური დაავადება ორმაგდება. ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მომატებული სიკვდილიანობა – მზის დაბნელების გამოა. 21 იანვრის შემდეგ სიკვდილიანობა რადიკალურად შემცირდება. თებერვალში ვირუსები კიდევ გავრცელდება, თუმცა სიკვდილიანობა იკლებს”, – აცხადებს ცაგარელი.
ცნობისთვის, მთვარის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, ამ დროს დედამიწა მზესა და მთვარეს შორის ექცევა, ანუ მთვარემდე ვეღარ აღწევს მზის სხივები და მთლიანად იფარება. დაბნელებას ასტროლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და განვითარებისთვის აუცილებელ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. დაბნელების პერიოდში სასურველია მოერიდოთ: მგაზვრობას, ბევრი საკვების მიღებას, ფინანსურ ოპერაციებს და ახალი საქმეების დაწყებას.

მოამზადა სოფიო რატიშვილმა

კომენტარები

სხვა სიახლეები