„მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ იქმნება ახალი გაერთიანება და ხდება მობილიზაცია, რათა არ დაუშვან ძველი ბიჭებისა და კრიმინალური ელემენტების მიერ მშვიდობიანი ხალხის დატერორება:

„რა არის ეს მობილიზაცია? ეს არის ხალხის თვითორგანიზება, რომ არ დაუშვან ძველი ბიჭებისა და კრიმინალური ელემენტების მიერ მშვიდობიანი ხალხის დატერორება. მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში და ასევე საქართველოს მასშტაბით არ უნდა დავუშვათ ხალხის დაჩაგვრა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები