მეუფე სპირიდონის აზრით, აცრილები უფლის მარცხნივ დადგებიან

მეუფე სპირიდონის ახალი ერეტიკული სწავლებით აცრილი ადამიანები უფლის მარცხნივ დადგებიან (რაც მათი სულების წარწყმედას ნიშნავს). ამის შესახებ მსოფლიო საეკლესიო სიახლენი წერს.

მათი ინფორმაციით, სხალთელ სპირიდონს თუ ვერწმუნებით, მსოფლიო მაშტაბით მრავალი იერარქი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წევრი და მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანი უფლის მარცხნივ დადგნენ და სულები წარიწყმიდეს.
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი წარსულშიც გამოირჩეოდა ერეტიკული აზროვნებით, ეს კი მისი ახალი ერესია (რომელი ერესის სწავლებითაც აცრილები წარწყმედის შვილები არიან, მაშასადამე დადგებიან ღვთის მარცხნივ).

„ძალიან ბევრი მეკითხება, დაფიქრდით შვილებო ძალიან დაფიქრდით, გაანალიზეთ, წაიკითხეთ, გაეცანით ინფორმაციას და გადაწყვეტილება მიიღეთ მერე, მიდის პროცესი მსოფლიოში უფლის მარჯვნივ და უფლის მარცხნივ დადგომისა ყველა თავის გადაწყვეტილებაზე იქნება პასუხისმგებელი.” – დასძინა სხალთელმა.

წყარო: https://primeambebi

კომენტარები

სხვა სიახლეები