“მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეყვანის ალბათობა“ – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“ საუბრისას ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს და ურჩევს, დღეს შეამცირონ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, რადგან მოტყუების ალბათობა არის მაღალი.

„მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:40-დან 20:15 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

26 დეკემბრის მზის დაბნელების შემდეგ ჯანმრთელობის გაფრთხილება და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეყვანის, ქურდობის და დაცინვის ალბათობა, მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, იმოქმედეთ მშვიდად და თავშეკავებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კონფერენციების და სიმპოზიუმების, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს ქორწინება და სასიყვარულო თავგადასავლები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, უცხიმო ხორცით და ასკილის ჩაით. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისთვის, პრობლემები ელით ტყუპებს, ლომს, მშვილდონს და მერწყულს“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები