მარტის 6 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ – რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ნიშნებს და როდის დგება ნამდვილი 2021 წელი

იანვართან და თებერვალთან შედარებით მარტი შედარებით მშვიდი გვექნება, მაგრამ მოვლენებით არანაკლებ დატვირთული. თუმცა, თუ წინასწარ გვეცოდინება, რას უნდა ველოდოთ, სირთულეებს მარტივად გადავიტანთ და პოზიტიურ მომენტებს მეტი სიამოვნებით შევიგრძნობთ. მაშ ასე, რა გველის მარტში, თავდაპირველად მოკლე მიმოხილვით დავიწყოთ და მერე ვრცლად განვიხილოთ თითოეული მოვლენა:

1. 4 მარტს მარსი ტყუპის ზოდიაქოში გადავა და იქ დარჩება 23 აპრილამდე.

2. ახალმთვარეობას ველოდებით13 მარტს, 14:22-ზე თევზების ზოდიაქოში, 24 გრადუსში.

3. მერკური თევზებს ესტუმრება 16 მარტს და იქ დარჩება 23 აპრილამდე.

4. გაზაფხულის ბუნიობასა და ასტროლოგიურ ახალ წელს ველოდებოთ 20 მარტს.

5. 21 მარტს ვენერა გადავა ვერძში და იქ დარჩება 14 აპრილამდე.

6. 28 მარტს, 22:49-ზე ველოდებით სავსემთვარეობას სასწორის ზოდიაქოში, მე-9 გრადუსში.

მარტის მნიშვნელოვანი დღეებია დაბნელებებს შუა რიცხვები 6 და 13 მარტი. ეცადეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები არ დაგეგმოთ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთზე ეს დღეები საერთოდ არ მოქმედებს, ზოგს კი მძიმედ გადააქვს. გირჩევთ, დააკვირდეთ ამ დღეს რა მოხდება.

ახლა მზე თევზების ზოდიაქოშია და აქ დარჩება 20 მარტამდე. მისი მმართველი ნეპტუნია. ამგვარად, მზე ნეპტუნს ესტუმრა. ადამიანებს მოუნდებათ ქვეცნობიერში ჩაღრმავება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ნეპტუნი განაგებს შემდეგ თემებს: მუსიკა, კინო და ფოტოხელოვნება, ფსიქოლოგია, მხატვრობა, სურნელები, ქიმიური ნივთიერებები და, რა თქმა უნდა, ზღვაოსნობა და მასთან დაკავშირებული თემები. თევზების ქვეშ ბრძენი, ქველმოქმედი ადამიანები იბადებიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს გაუგონ და მიიღონ. არიან მეოცნებეები, შემოქმედებითები. გამონახეთ დრო, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. ამ პერიოდში, სანამ მზე თევზებს სტუმრობს, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და ქვეცნობიერს ჰკითხოთ რა სურს, რა მიმართულებით სურს განვითარება. არა აქვს მნიშვნელობა, ხართ თევზები ზოდიაქოს ნიშნით თუ არა, ეს ყველას ეხება.

4 მარტს ტყუპს ესტუმრება მარსი. აგრესიული პლანეტა აქ გახდება მეტად მსუბუქი, მოუნდება ინტელექტუალური განვითარება, კომუნიკაცია, გადაადგილება. ადამიანებში მოიმატებს ორატორობის სურვილი, მწვავე გამონათქვამები და “წაკბენებიც” აქტუალური იქნება. კარგად წაუვათ საქმეები გამყიდველებს, შუამავლებს. იყავით დაკვირვებული, რას ამბობთ და წერთ, რა ინფორმაციას ავრცელებთ. რადგან თითოეულს შეიძლება მწვავე გამოხმაურება მოჰყვეს. აქტიური იქნება სწავლა. მოგინდებათ სხვადასხვა კურსებზე ჩაწერა. ამ პერიოდში კარგია როგორც ავტომობილის შეძენა ისე მანქანის მართვის შესწავლა, რა თქმა უნდა, თუ თქვენს პირად რუკაშიც კარგი მონაცემები გაქვთ.

8 მარტს მზე, ნეპტუნი და ვენერა ერთდებიან. ეს შეერთება მოგვცემს რომანტიკულ, მისტიკურ დღეს. ადამიანებში გამძაფრებული იქნება ყნოსვა, შემოქმედებითი აღქმა. ზოგიერთს კი შეიძლება ლექსების ან მუსიკის დაწერის სურვილი მოეძალოს. მოერიდეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. გირჩევთ, დღეს ფულზე კი არა, რომანტიკულ ემოციებზე იყოთ ორიენტირებული.

ახალმთვარეობა მოგვიტანს შემოქმედებითი იდეებს, მოგვინდება მისტიკურ და ფსიქოლოგიურ საკითხებში გარკვევა, გირჩევთ, ფრთხილად იყოთ ალკოჰოლთან. უმჯობესია, პლუს/მინუს 2 დღეს არ მიიღოთ არაფერი ალკოჰოლური და მათრობელა საშუალება.

16 მარტს მერკური თევზებში გადავა. ინტუიცია იქნება გამძაფრებული, მეოცნებეობა, ტალღებზე ლივლივი მოიმატებს. ადამიანები მეტად შემოქმედებით პროცეზებზე იქნებიან კონცენტრირებულნი, ვიდრე ლოგიკურობაზე. ნუ ენდობით ადამიანებს სიტყვაზე, ზოგიერთს შეიძლება ილუზიები და ტყუილები მოეძალოს. სასურველი რეალობად აღიქვას. კარგი იქნება, თუ აზრებს წერაში, მხატვრობაში გადაიტანთ.

image

ასტროლოგიური ახალი წელი დადგება მაშინ, როცა მზე ვერძის პირველ გრადუსში გადავა და ეს მოხდება 20 მარტს 13:37-ზე თბილისის დროით. ეს არის გაზაფხულის ბუნიობაც. როგორც უკვე იცით, პირველი იანვარი მოგონილი დღესასწაულია, ხოლო როცა ვერძის ნიშანი იწყება, მაშინ დგება ნამდვილი ასტრონომიული გაზაფხული და ახალი წელიც. გირჩევთ, ეს დღე ისევე აღნიშნოთ, როგორც ახალი წელი. იყავით პოზიტიური, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა და სურვილი, მოამზადეთ განსაკუთრებული კერძი ან დესერტი, იმხიარულეთ. ზოგიერთს შეიძლება ახალი იდეები დაებადოს და ამან სრულიად შეეცვალოს მისი ცხოვრება, მომავალი. თუმცა, ემოციური დღეცაა და გირჩევთ, აკონტროლოთ, რას ფიქრობთ და აკეთებთ.

21 მარტს კი ცეცხლოვანი ვერძი უმასპინძლებს სიყვარულის პლანეტა ვენერას. ადამიანებში მოიმატებს ვნება, ცეცხლოვანება, მოგინდებათ კონკრეტული ადამიანის მოხიბვლა და დატყვევება. თუ თქვენი პირადი ვენერა ცეცხლის ნიშანში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) იმყოფება, უფრო მეტად იგრძნობთ ცვლილებებს. ახალი სიყვარული მოგიტანთ დაუვიწყარ ემოციებს, ვნებას.

მარტის თვის ბოლო გამორჩეული მოვლენა სავსემთვარეობა იქნება სასწორის ნიშანში. ეს არის ემოციურად დაძაბული დღე. აკონტროლეთ ემოციები. შეხედეთ სიტუაციას გვერდიდან, ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები.

მშვიდ და ბედნიერ მარტს გისურვებთ!

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები