მარტის ასტროლოგიური პროგნოზი – რა ცვლილებებია მოსალოდნელი

“მარტში დედამიწის ენერგოველი უმჯობესდება. 7 მარტიდან გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, განწყობა იქნება ამაღლებული და წარმატების შესაძლებლობები მოიმატებს. იქამდე კი 6 რიცხვში ახალ მთვარეობა გველოდება, რაც მძიმე ენერგეტიკული დღეა. ითხოვს ყურადღებას. მოსალოდნელია გარკვეულმა დაძაბულობამ და პრობლემებმა იჩინოს თავი. ასევე ტენდენციურია ტრავმულ- ავარიული გარემოებები.
მარტის თვის მთავარი ფავორიტი თევზებია, შემდეგ უკვე ეს თვე კარგი იქნება კირჩხიბებისა და მორიელებისთვისაც. ასევე კარგი პერიოდი ელოდებათ კუროს, ქალწულსა და თხის რქას.
რაც შეეხება თვის მეორე ნიშვნელოვან რიცხვს, ეს არის 21 მარტი, როცა მზე ვერძის ზოდიაქოში გადადის. ამ პერიოდიდან მთავარი ფავორიტი გახდება ვერძი, ლომი, მშვილდოსანი და სასიკეთო ეტაპი დაეწყებათ სასწორს, მერწყულსა და ტყუპებს.
21 მარტი ასტროლოგიურ ახალ წელს ნიშნავს. მზე გადადის ვერძში და იწყება ახალი 12 წლიანი ციკლი ადამიანების ცხოვრების განვითარებისთვის”, – განუცხადა ცაგრელმა

წყარო:https://digest.pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები