მალიბუ ტუღუში: „ლაივზე“ მაქვს სიმღერა, რომელიც ლგბტ თემას ეხება

„X-ფაქტორის“ ერთ-ერთი სკანდალური მონაწილე მალიბუ ტუღუში მორიგი „ლაივ-კონცერტისთვის“ ემზადება. როგორც „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მომღერალი აღნიშნავს, შემდეგი გადაცემისთვის მან მოამზადა სიმღერა, რომელიც ლგბტ თემას ეხება.
„ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველანი ერთნი ვართ. რისკია, გეთანხმებით. მეშინია, კიდევ არ შემიძულოს მაყურებელმა. ხან ვუყვარვარ ხალხს, ხან -არა. მაგრამ მე ხომ რისკების არ მეშინია, წინაღობებს ვლახავ“, – აღნიშნა მალიბუმ.
მალიბუ ტუღუშის თქმით, პროექტში ყველა გამარჯვებისთვის მოდის.
„მთავარია, ეს კონკურენცია ისეთ ეტაპზე არ გადავიდეს, რომ მეგობრები დაგვაკარგვინოს. ამის საშიშროებ13282626_1195706487136254_264887773_oა არის. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მოვიდა ჩემამდე ხმა, მაგრამ გავატარე. ქაჯი ხომ არ ვარ, შენ, გოგო, ვისზე რას ამბობო, რომ ვიყვირო“, – განაცხადა მალიბუმ.
მომღერალმა ასევე მუსიკალური კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა:
„პირველი იყო „ანა-ბანა“, ჩამოვბლაყუნდი ბათუმიდან, მაშინ დელისთან იყო „რუსთავი 2“, მარტო შევედი, მარინა ბერიძე იყო ჟიურიში. დავდექი, ვიმღერე, კარგი გოგო ხარო, მითხრეს, მაგრამ აღარ დამირეკეს. გული დამწყდა, ვტიროდი. მერე იყო „დილის ტალღა“ აჭარის ტელევიზიაში. მანდ ცოტა გამიმართლა, პირველი ორი ტური ტელევიზიაში გამოვჩნდი. მერე აღმოჩნდა სხვა, უფრო ფულიანი მონაწილე და წამოვბუნძულდი სახლში. იმდენად ცუდად ვიყავი, მაშინ გრძელი თმა მქონდა, წელამდე, წავედი სალონში და თავი გადავიპარსე. მაშინ 12 წლის ვიყავი “.
რამდენიმე წლის შემდეგ მალიბუმ ერთ-ერთ ბარში დაიწყო სიმღერა.
„როცა უკვე სერიოზული კონცერტი უნდა გამეკეთებინა, ბავშვობის მეგობარმა გოგომ ტექსტები დამიკარგა, დამალა, გასწორებული მიკროფონი ამირია. ჩამეშალა ყველაფერი. ერთი სიმღერა ვიმღერე. დამცინეს, გამაპარტახეს ბოლომდე. იქიდან ტირილით წამოვედი სახლში… შემდეგი იმედგაცრუება მქონდა „საქართველოს ვარსკვლავში“, ქუთაისის კასტინგზევე დამიწუნეს. მეორე წელსაც ვცადე ამ პროექტში ბედი, მაშინ უკვე ნინა სუბლატი გამოდიოდა, არც იმ წელს მომცეს ოქროს ბილეთი. მერე, თორნიკე ყიფიანის დროს იყო „X – ფაქტორი“. არც დამირეკეს. ბევრი ვიტირე და წამოვედი სახლში. გული ყველაზე მეტად იმაზე მწყდებოდა, რომ სიმღერის დროს სულ მაქებდნენ და მერე აღარ მირეკავდნენ. ასე მოვედი დღემდე და სწორედ ამდენმა იმედგაცრუებამ მატლიკინა ბევრი წლევანდელი „X- ფაქტორის“ პირველ კასტინგზე (იცინის)“, – აღნიშნა მალიბუმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები