ლიკა ქავჟარაძისა და ლევან შანიძის დღემდე უცნობი სურათები

”ფოტოები წარსულიდან” – ამ წარწერით გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ლევან შანიძემ ფოტოები, სადაც ის ყოფილ მეუღლე – ლიკა ქავჟარაძესთან ერთადაა გადაღებული.

ლევანი ამჯერად ტელეკომპანია ”ობიექტივში” მუშაობს. აფხაზეთის ომშიც ჟურნალისტად იყო წასული და მაშინ მეტსახელი ”სიენენა” დაარქვეს.

ლევანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე დაწერა, რომ მათი გამოყენების უფლება არავის ჰქონდა. მისგან ფოტოების გამოქვეყნების ნებართვა ავიღეთ და წარსულზე რამდენიმე კითხვა დავუსვით

– ლევან, ლიკასთან ერთად ეს ფოტოები როდის გადაიღეთ?
– შავ-თეთრი ფოტო 2002 წელსაა გადაღებულია, ჩემი ფოტოაპარატით. ფერადი – 2004 წელს…

– დღეს რა ურთიერთობა გაქვთ ლიკასთან?
– ლიკას სულ რაღაც 3 დღის წინ ვესაუბრე, თავად დამირეკა…

– ე.ი. დღემდე კარგი მეგობრები ხართ…
– ისეთივე, მეგობრები ვართ, როგორც ადრე. რა უნდა შეიცვალოს, ან რატომ?..

წყარო: რეიტინგი 

კომენტარები

სხვა სიახლეები