,,კოტეს უნდოდა, რომ თარაშს ამ ბაღში ესწავლა” – მორიგი საჩუქარი თოლორდავების ოჯახს

სკოლამდელი განათლების აკადემიამ – ,,წიგნიერი” კოტე თოლორდავას ოჯახს საჩუქარი გაუკეთა: პატარა თარაშ თოლორდავა უფასოდ მიიღო და სამი წლის განმავლობაში დედამისი – განო მელითაური იქ არანაირ გადასახადს არ გადაიხდის…

ნინო ბარძიმაშვილი, სკოლამდელი განათლების აკადემია – ,,წიგნიერის” დირექტორის მოადგილე:

– განო ჩვენთან ხშირად რეკავდა, აინტერესებდა ბაღში არსებული პირობები. ჩვენც შესაბამისად ინფორმაციას ვაწვდიდით. მოკლედ, ის დირექტორსაც ელაპარაკა, მეც და კოტეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შევათანხმეთ კიდეც ვიზიტი, რომ ორივენი (კოტე და განო) ერთად უნდა მოსულიყვნენ და ბავშვიც მოეყვანათ. მაგრამ ისე მოხდა, რომ კოტემ უდროობის გამო მოსვლა ვერ მოახერხა, ის მოსკოვში გადაღებაზე გაფრინდა.

შემდეგ კი ტრაგიკული ამბავი მოხდა, რაც ცხადია, ჩვენთვისაც შოკი იყო, ძალიან განვიცადეთ… მოგვიანებით, როდესაც ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ოჯახს ბანკის ვალის გამო სერიოზული პრობლემა აქვს და თან, განო მესამე ბავშვზე ფეხმძიმედ არის, მე და დირექტორმა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ (რადგანაც ეს კოტეს სურვილიც იყო, დიდი ინტერესი ჰქონდა ჩვენი ბაღის მიმართ), განოსთვის შეგვეთავაზებინა, თარაში ჩვენთან მოეყვანა და ამაში არანაირ საზღაურს არ გადაიხდიდა. თან, ბავშვის ბაღში მოყვანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო, რათა პატარა დროულად მოხვედრილიყო ისეთ სიტუაციაში, სადაც თანატოლებთან ერთად, ჩვენს აქტივობებში ჩართულიყო და არანაირი შფოთი და წუხილი არ ეგრძნო იმ ამბის გამო, რაც მათთან მოხდა…

წყარო: www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები