კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20-26 აპრილი

კვირის დასაწყისიდან მზე, ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს ზუსტად ერთი წლით დატოვებს და სტაბილური, შედარებით უფრო მშვიდი კუროს ზოდიაქოს “დიასახლისი” გახდება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს სიმშვიდისა და ჰამონიის მოთხოვნილება. გაძლიერდება ცხოვრების ესთეტიკური მხარეების აღქმის უნარი და შესაძლებელი გახდება მატერიალურ-ფინანსური საკითხების გაცილებით უფრო უმტკივნეულო გზებით მოგვარება.

თუმცა გამომდინარე იქედან, რომ კვირის დასაწყისში პლანეტა მერკური დაძაბულ ასპექტაციაში მოდის პლანეტა იუპიტერთან სასურველია თავი შეიკაოთ ზედმეტი დაპირებებისგან, ნაკლებად აიღოთ საკუთარ თავზე მეტი ვალდებულებები და მხოლოდ იმ სახის საქმეებს შეეჭიდოთ, რაზეც ზუსტად იცით, რომ დაგროვილი პროფესიონალიზმი და რესურსი გეყოფათ. ასევე არ არის სასურველი 20-23 აპრილის შუალედში, ბრმად ენდოთ რაიმე ტიპის დაპირებებს. იმიტომ რომ, ამ დღეებში დასახულ გრანდიოზულ გეგმებს სამომავლოდ გარკვეული კორექტირება დასჭირდება ან სულაც მოიხსნება დღის წესრიგიდან მათი განხორციელების საკითხი.

სამაგიეროდ, უკვე 23 აპრილიდან საკმაოდ აქტიურად შეიძლება ისეთ სფეროებში ინიციატივის გამოჩენა, რომელიც ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხება. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვის ვისი სამუშაოც მასმედიას, საგანმანათლებლო სისტემას ან ძალოვან სფეროს უკავშირდება კარგი პერიოდია წინსვლისა და აქტიურობის კუთხით.

22-24 აპრილის პერიოდში ძალზე ჰარმონიული დღეებია საიმისოდ, რომ შეყვარებულმა წყვილებმა საკუთარი ურთიერთობები ოფიციალურად გააჟღერონ და დააკანონონ. გარდა ამისა, ზუსტად ამ პერიოდში შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს ბევრ ახალ ურთიერთობას, რომელიც საბოლოოდ ოჯახის შექმნით დასრულდება. გარდა ამისა, ეს პერიოდი კარგია სპორტულ სარბიელზე ან ტექნიკურ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი და პერსპექტიული ნაბიჯების გადასადგმელად. შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ შორეული თუ ახლო მოგზაურობა და ისიამოვნოთ მგზავრობით.

უკვე კვირის ბოლოს, ადამიანებში გამძაფრდება თავისუფლების, საკუთარი პოზიციის ღიად და რაც მთავარია, ხმამაღლა დაფიქსირების მოთხოვნილება. ამიტომ სასურველია თუკი პარტნიორულ ურთიერთობებში საკუთარ მეორე ნახევარს ნაკლებად შეუზღუდავთ ”სუფთა ჰაერის სუნთქვის” საშუალებასდა შეეცდებით, რომ ნებისმიერი მის ნაბიჯს გაგებით, მშვიდად და ლოიალურად მოეკიდოთ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები