კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 7-13 ნოემბერი

ასტროლოგიურად და მოვლენების მხრივაც საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანი კვირა გველის წინ. კვირის დასაწყისში მზისა და პლუტონის ასპექტის გამო, ადამიანებში ძალიან იქნება მომატებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება და საკუთარი თანამდებობრივი თუ ფიზიკური სიძლიერის ღიად დემონსტრირების მოთხოვნილება. თუმცა ამ ყველაფერს 9 ნოემბერს პლანეტა მარსის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ასე თუ ისე განმუხტავს. იმიტომ რომ, მერწყული თავი მხრივ ე.წ. “პაციფისტი” და ნაკლებად აგრესიული ნიშანია, რომელიც ყოველთვის არჩევს კონფლიქტები დიპლომატიური და შემოვლითი გზებით მოაგვაროს.
ამიტომ უახლოესი თვე-ნახევრის მანძილზე ანუ სანამ მარსი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება განლაგებული, ადამიანებში მოიმატებს დიპლომატიური გზებით კონფლიქტების გადაჭრის მოთხოვნილება. ამასთან ერთად, აქტიური იქნება ჯგუფური პროექტები, საყოველთაო და სოციალური აქტიურობის მაგალითები, მოსალოდნელია აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლების გამო გარკვეული დაპირისპირებებიც საზოგადოებაში. არ არის გამორიცხული საზოგადოებრივი აზრისა და რაიმე ტიპის ინოვაციური მოსაზრების დაპირისპირებაც.
კვირის შუაგულში მზისა და შავი მთვარის შეერთება, მორიელის ზოდიაქოს ნეგატიურ თვისებებს წამოსწევს და გააძლიერებს. შესაძლებელია გამძაფრდეს კრიმინალური ფონი, ადამიანებში მოიმატოს სისასტიკის ელემენტებმა, სასურველია ამ პერიოდში ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევები და ფიქრები. იმიტომ რომ, მათ რეალურად გააჩნიათ მატერიალიზების საშუალება.
თორმეტ ნოემბერს სიყვარულსა და ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პლანეტა – ვენერა მშვილდოსნის ზოდიაქოდან თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში საღი აზრის, ცივი გონებით სიტუაციის გაანალიზების მოთხოვნილება მოიმატებს. ეს კარგი დროა უკვე არსებული ურთიერთობების დასარეგულირებლად და მათთვის ოფიციალური სტატუსის მისანიჭებლად. შესაძლებელი გახდება ასევე, აქამდე არსებული კონფლიქტების მოგვარებაც მეორე ნახევართან ან საყვარელ ადამიანთან.
ამავე პერიოდიდან პლანეტა მერკური მორიელის ზოდიაქოს დატოვებს და მშვილდოსნის ზოდიაქოში “გადაბარგდება”, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა პლანზე წამოიწევს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პერიპეტიები, როგორც ლოკალური, ისე გლობალური – მსოფლიო პოლიტიკის მასშტაბით. მით უმეტეს, რომ ნოემბრის ბოლოს ამ ასპექტს სიმძაფრეს იუპიტერ-პლუტონის დაპირისპირებაც დაუმატებს სიმძაფრეს.ამიტომ უახლოესი თვეების მანძილზე სამყარო პოლიტიკურად ერთობ აქტიურ მოვლენებში მოექცევა, რომელთა ნაწილიც შესაძლოა გარკვეული, ნეგატიური ხასიათისაც იყოს.
მერკურის მშვილდოსანში გადასვლა ხელს შეუწყობს ისეთი სფეროს წარმომადგენლებს როგორიცაა: ტურიზმი, იურისპრუდენცია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური სპექტრი. არანაკლებ მომგებიანი იქნება მოკლევადიანი მივლინებები საზღვარგარეთ. ერთობლივი პროექტების წამოწყება უცხოელებთან და ა.შ.

წყარო: asrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები