კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 18-24 ივლისი

არავინ დავობს იმაზე, რომ ზაფხული მართლაც “ცხელი” დადგა, როგორც კლიმატური, ისე მოვლენების თვალსაზრისით. წინა კვირას განვითარებული დრამატული ისტორიები, ნიცასა და თურქეთში სამწუხაროდ, მხოლოდ დასაწყისია იმ ჯაჭვური მოვლენების, რომელსაც შესაძლოა, აგვისტოს შუა რიცხვებში ველოდეთ. თუმცა ამ თემაზე უფრო ვრცლად და დეტალურად სპეციალურ სტატიაში მოგითხობთ ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი გეტყვით იმას, რომ პლანეტა სატურნი (აკრძალვები, შეფერხებები, შეზღუდვები) მშვილდოსნის (მოგზაურობა, შორი გადაადგილებები) ზოდიაქოს გადის ამ ეტაპზე და მოსალოდნელიც იყო ყველაფერი ის, რისი მომსწრეც დღესდღეისობით ვართ. შესაბამისად, სასურველია, თავი შევიკაოთ უახლოესი პერიოდის მანძილზე ქვეყნის გარეთ გადაადგილებებისგან. მით უმეტეს, იმ ქვეყნების მიმართულებით, რომელთაც ე.წ. “ცხელ წერტილებად” მოაიზრებენ ექსპერტები.
კვირა, მზე-ურანის ნეგატიური ასპექტით იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური შეფერხებებისა და პრობლემების აქტიურ ფაზაში ვართ. ამ პერიოდში აუცილებელია იქონიოთ ე.წ. “გეგმა ბე” ფულადი საკითხების წარმატებით მოსაგვარებლად. იმიტომ რომ, ორშაბათს ალბათობა იმისა, არ შესრულდეს ან ნაწილობრივ შესრულდეს თქვენ მიმართ ნაკისრი ესა თუ ის ფინანსური ვალდებულელები ძალზე დიდი იქნება. თუმცა, კი ამ ასპექტს თავის მხრივ მერკური-ვენერას დადებითი შეერთება “გაუმაგრებს” ზურგს და ყველაფერი შეიძლება დიალოგის/შეთანხმების მეშვეობით მოგვარდეს წყანარად და მშვიდობიანად. მოკლედ, კომპრომისებისკენ მოგიწოდებთ მეგობრებო, ნებისმიერ სიტუაციაში.
კვირის დასაწყისი ასევე აქტიური და კარგი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და ფლირტის წამოსაწყებად მოკლევადიანი მგზავრობის პროცესში ან თუნდაც, საქმიანი შეხვედრისას.
17-19 ივლისის შუალედში გარკვეულწილად იმატებს კონფლიქტებისა და უთანხმოებების წარმოქმნის შანსი ზემდგომებთან ან ასაკით უფროს ადამიანებთან. ეს ის პერიოდია, როცა ბევრ ჩვენგანს სურვილი გაუჩნდება “რქებით მიწოლით” დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე, რაც ჩანასახშივე არ იქნება გამართლებული. ამიტომ სასურველია, მიღებული გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონოთ, სანამ ჩინით ან ასაკით თქვენზე უფროს ადამიანს ღიად დაუპირისპირდებით. მით უმეტეს, რომ ამ კვირაში სავსემთვარეობას ვუახლოვდებით, რომელიც თავის მხრივ ემოციების მატებასა და აგრესიულ ფონს ერთი ათად გაზრდის ადამიანებში.
19 ივლისს ზემოხსენებული სავსემთვარეობაა. მთვარე თხის რქის ზოდიაქოში გაივსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად სამსახურეობრივი საკითხები წამოიწევს წინ. ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის თემა იქნება აქტიური ქვაკუთხედი ამ დღეებში ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. ამიტომ სასურველია, კარგად გავიაზროთ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც პროფესიულ სფეროში გადავდგამთ.
სავსემთვარეობისას განსაკუთრებით ემოციური ქალები და ბავშვები ხდებიან. შესაბამისად, გაგებით მოეკიდოს უნდა კაცობრიობის ძლიერი ნახევარი ქალბატონებში მომატებულ სენსიტიურობას, ბავშვებში კი ჭირვეულობასა და აგრესიას.

კვირის ბოლოს პლანეტა ვენერა დადებით ასპექტს შექმნის სატურნთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის დასწყისში დაწყებული ფინანსური ხლაფორთების მშვიდობიანად და ნაყოფიერად მოგვარების რეალური ბერკეტები გაგვიჩნდება. ეს კარგი პერიოდია ასევე სავსემთვარეობის შემდგომი ემოციური შტურმის დასარეგულირებლად პირად და სასიყვარულო კავშირებში.
22 ივლისს კი მზე კირჩხიბის ზოდიაქოდან, სამეფო ნიშანს – ლომს ესტუმრება, რაც იმას ნიშნავს, რომ აგვისტოს შუა რიცხვებამდე სამყარო დიდ “ამფითეატრს” დაემსგავსება, რომელზეც მოვლენები სხვადასხვა სიმძაფრის სცენარით შეიძლება განვითარდეს. ასე რომ, მოვემზადოთ აქტიური ცხოვრებისა და სანახაობისათვის.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები