კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20-26 ივნისი

ნათქვამია – “ორშაბათი მძიმე დღეაო” და დამდეგი კვირის ორშაბათზე ნამდვილად ვრცელდება ეს გამოთქმა. იმიტომ რომ, სავსემთვარეობას ველით ზუსტად 20 ივნისს და როგორც იცით, ასეთ პერიოდში ადამიანებში ემოციები, აგრესია და შფოთვა მატულობს. შესაბამისად, ვინც ორშაბათს მეტი სიმშვიდით გაატარებს, მთელი კვირის მანძილზე მოგებული დარჩება. გარდა ამისა, ორშაბათს სავსემთვარეობასთან ერთად მერკური-სატურნის ნეგატიური ასპექტის გამო, მომატებული იქნება ხელქვეითებსა და ზემდგომებს შორის კონფლიქტების წამოწყების ალბათობა.
მეტი პატივისცემით მოეკიდეთ ახლო წრის ნათესავებს და ოჯახის უხუცეს წევრებს. შესაძლებელია მათთან დამოკიდებულებაშიც იყოს გარკვეული დაპირისპირებები და სირთულეები. ზოგადად ორშაბათი დამადეგი კვირის ყველაზე რთულ დღედ შეიძლება შეფასდეს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ნაკლებად გასცეთ დაპირებები, ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე, არ იკამათოთ, არავინ მოატყუოთ და ყურადღებით იყოთ საბუთებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, მერკური-ნეპტუნის ნეგატიური ასპექტის გამო მოიმატებს ქაოსი და დაბნეულობა ადამიანებში.
ორშაბათსვე ანუ 20 ივნისს, მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს ტყუპის ზოდიაქოდან. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე წინა პლანზე წამოვა ოჯახური და ნათესაური ურთიერთობების პერიპეტიები. ადამიანებში მოიმატებს ინტუიციურობა და სენსიტიური აღქმა.
22 ივნისს ნეგატიური დღეა ხანგრძლივვადიანი მოგზაურობების და საზღვარგარეთ მივლინებების დასაწყებად. ეს დღე ასევე ნაკლებად გამოდგება უცხოელებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად და შეხვედრებისთვის, რომელიც საზღვარგარეთთან დაკავშირებულ თემატიკას ეხება. ამ პერიოდში აკონტროლეთ დანაპირები. ამაო დაპირებებს ნუ გასცემთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომავლოდ მათი ვერ ან არშესრულების გამო უპასუხისმგებლობაში დაგადანაშაულებენ გარშემო მყოფები. არცთუ შესაფერისი დღეა ვარჯიშისა და ხანგრძლივვადიანი დიეტის დასაწყებად.
კვირის ბოლოს სიტუაცია თანდათან იწყებს დარეგულირებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კვირის მიწურულს უკვე შესაძლებელი იქნება ხანგრძლივვადიანი და პერსპექტიული გეგმების დასახვა. მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური ოპერაციების წარმოება. თამამად შეგიძლით დაგეგმოთ კომუნიკაცია უცხოელებთან; ასევე წამოიწყოთ მასშტაბური პროექტების განხორციელება.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები