კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 4-10 აპრილი

აპრილის თვე, უფრო სწორად მისი პირველი დეკადა შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პერსპექტიულად დაიწყება. და ამ ტენდენციებს ნებისმიერი ჩვენგანი კვირის დასაწყისიდანვე ნათლად იგრძნობს. ასე მაგალითად 4-6 აპრილის პერიოდი კარგი იქნება ზემდგომებთან და მაღალჩინოსნებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად. ასაკით უფროსი ადამიანებისგან კი შესაძლოა საკმაოდ სოლიდური და საჭირო რჩევებიც მიიღოთ, რომელიც ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

თუმცა, აქვე გაითვალისიწინეთ ისიც, რომ ზოგადად 7 აპრილის ჩათვლით პერიოდი მაღალი ტრავმულობის კოეფიციენტით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზებზე გაზრდილია ავარიულობის საფრთხე და ტრავმების ალბათობა. მომატებულია მსოფლიო მასშტაბით ტერაქტებისა და გაუთვალისწინებელი ექსცესების ალბათობა. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პროცესში. მოერიდეთ შებინდებისას უკაცრიელ და კრიმინოგენურად აქტიურ ადგილებში გადაადგილებას.

7 აპრილს ახალმთვარეობას ველით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ორი კვირის მანძილზე ბევრ მოულოდნელობას, სიტუაციის აბსოლუტურად დაუგეგმავ განვითარებას უნდა ველოდოთ ამა თუ იმ სფეროში. თუმცა ამასთან ერთად, ახალმთვარეობასთან მიახლოებულ დღეებში ადამიანებს შესაძლებელია ორიგინალური იდეები მოუვიდეთ თავში, რომელთა განხორციელებაც მომავალში ერთობ პერსპექტიულ შედეგებს მოიტანს. მზის, მთვარისა და ურანის შეერთება ამ პერიოდში მოგვცემს მოულოდნელ მოვლენებს და გაუთვალისწინებელ სიტუაციებს როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების სარბიელზე. იყავით მზად რისკისთვის და სიტუაციის სპონტანურად სამართავად. თუმცა მოერიდეთ ემოცების გავლენით, სპონტანურ და გაუაზრებელ ქმედებას, ამან შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ საბოლოო ჯამში.

5 აპრილიდან პლანეტა მერკური, რომელიც ამ ეტაპზე ვერძის ზოდიაქოში იმყოფება, კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებსა და საქმიან კავშირებში ზოგადად მოიმატებს სიდინჯე, სიტუაციის სწორად აწონ-დაწონის პრეცენდენტი და მოთხოვნილება. მერკური კუროს ზოდიაქოში ზოგადად ხელს უწყობს ადამიანებში მეტი ფინანსური ალღოს გამომუშავებას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კუროს ზოდიაქოში გადასვლიდან რამდენიმე დღის მანძილზე მერკური “შახტაში” იქნება (ანუ არ გააკეთებს არც ერთ მაჟორულ ასპექტს სხვა პლანეტებთან), შესაძლებელია შეფერხებები და დაგვიანებები იყოს სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაში, საქმეებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი საერთოდაც გადაიდოს ან გაჯანჯლდეს.

იხ:გაგრძელება http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები