კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 19-26 იანვარი

უმთავრესი და მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მიმდინარე კვირას დაფიქსირდება გახლავთ ის, რომ მზე თხის რქის ზოდიაქოდან ორიგინალური და კრეატიული მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სადაც იგი უახლოესი ერთი თვის მანძილზე იქნება “დიასახლისი”.
კარგი პერიოდი დგება იმ ადამიანებისთვის, ვისი სამუშაოც მასმედიის, სარეკლამო სფეროს, პოლიტიკის, სოციოლოგიის სფეროს უკავშირდება. მოიმატებს კომუნიკაბელურობის დონე ადამიანებში, თუმცაღა 22 იანვრიდან, პლანეტა მერკურის რეტროგრადულ ფაზაში გადასვლა, გაზრდის ურთიერთშეთანხმების მიღწევაში სირთულეების წარმოშობას. აქედან გამომდინარე, სასურველია თუკი ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკებისას წერილობითი ფორმის დიალოგით ისარგებლებთ და ნებისმიერ ფრაზას, დეტალურად გაანალიზებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შედგენა/ხელის მოწერისას. ალბათობა იმისა, რომ უმნიშვნელო მაგრამ სამომავლოდ, დიდი პრობლემების წარმომშობი შეცდომები გაიპაროს ძალზე დიდია.
სანამ მერკური რეტროგრადულ ფაზას გადის არ არის მიზანშეწონილი ტექნიკის შეძენა. განსაკუთრებით ეს ეხება მობილურ ტელეფონებს და კომპიუტერებს. შესაძლოა შენაძენში წუნი აღმოაჩინოთ ან უბრალოდ მალე გამოვიდეს იგი მწყობრიდან. ზოგადად ეს ის პერიოდია, როცა აჯობებს თავი შეიკავოთ მსხვილი შენაძენისგან, რაც ტექნიკის სფეროს ეხება – მათ შორის არც ავტომობილებია გამონაკლისი.
შუა კვირაში ახალმთვარეობას ველით. ეს კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ რაიმე ტიპის საქმიანობა წამოიწყოთ ისეთი, რომელსაც სამომავლოდ გაზრდა-გაფართოება ელოდება. რაკიღა პლანეტა მერკური მერწყულის ზოდიაქოს გადის, შეგიძლიათ ეს პერიოდი სწავლასაც დაუთმოთ, განსაკუთრებით მომგებიანია თუკი თქვენი ინტერესების სფერო ვებ-ინდუსტრიას, სოციალურ მეცნიერებებს ეხება.
კვირის ბოლო სასურველია კორპორატიული ან ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებით დაკავდეთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ მერკურის რეტროგრადულობის გამო ადამიანებს შორის კომუნიკაციის უნარი ცოტა გართულებულია. ამიტომ სასურველია ერიდოთ უხვსიტყვაობას და თქვენი სათქმელი ლაკონურად ჩამოაყალიბოთ.
წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდ კვირას გისურვებთ!

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები