კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, 15-21 თებერვალი

დამდეგი კვირის მანძილზე პლანეტარული განლაგებები ორ მნიშვნელოვან ფაზას გაივლის. მზე მერწყულიდან თევზების ზოდიაქოს მიაშურებს, ხოლო პლანეტა ვენერა ემოციურად ცივი თხის რქიდან, სენსიტიურ თევზების ზოდიაქოს “უდიასახლისებს” უახლოესი ერთი თვის მანძილზე. მაინც რას მოგვცემს ეს განლაგებები? პირველ რიგში, მზის ნიშნის ცვლილება, ზოდიაქოს ბოლო ნიშანში – თევზებში მოიტანს ადამიანებში საკუთარ თავსა და პრობლემებში ჩაღრმავების მოთხოვნილებას. ნეგატიური კუთხით შესაძლოა, გაძლიერდეს ჭორები, ინტრიგები და კორპორატიული დაპირისპირებების ალბათობა.
თუმცა პოზიტიური კუთხით ამ ტრანზიტმა შეიძლება ბევრ (სულიერად მაღალგანვითარებულ) ადამიანს გაუძლიეროს გარშემომყოფებისადმი ლოიალური მიდგომა, ინტუიცია და თანაგრძნობის მოთხოვნილება. ამ ყველაფერს საკუთარ ელფერს მისცემს ვენერა მერწყულის ნიშანში, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს მეგობრული კავშირების აუცილებლობას. ინტენსიური გახდება ჯგუფური საქმიანობა, კოლექტივთან ერთად სხვადასხვა ტიპის ერთსულოვნად განხორციელების ტენდენცია. ამ პერიოდიდან (კერძოდ, 17 თებერვლიდან) საჭიროა გამოვიჩინოთ მეტი ავანტიურიზმი, კრეატიული მიდგომა პრობლემების მიმართ და პრობლემების ახლებური გადაწყვეტილებების ძიება.
ამ პერიოდში ნებისმიერი ტიპის მეგობრული ურთიერთობა მარტივად შეიძლება გადაიზარდოს სასიყვარულო ქარცეცხლში და ვნებიან რომანტიკულ თავგადასავალში. ფინანსების გამომუშავება კი ამ პერიოდიდან უმჯობესია ჯგუფთან ან თანამოაზრეებთან ერთად.
18 თებერვლიდან თვის ბოლომდე პერიოდში პლანეტა მარსის ნეგატიური ასპექტაციის გამო მატულობს უთანხმოებების, კონფლიქტებისა და ამბიციური დაპირისპირებების ალბათობა. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა ის კონფლიქტი, რომელსაც ზუსტად ამ პერიოდში ჩაეყრება საფუძველი, ფონურ მიმართულებას მისცემს, ზოგადად, 2016 წელს თქვენს ცხოვრებას. ამიტომ თვის ბოლომდე სასურველია, მეტი დიპლომატია გამოვავლინოთ როგორც პირად, ისე პროფესიულ კავშირებში ლავირებისას.
19 თებერვლიდან მზე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს და თვითანალიზის, მეტი შინაგანი მუშაობის დრო დგება ადამიანებში. ეს კარგი პერიოდია შემეცნებისა და საკუთარი თავის (შესაძლებლობების) უკეთ შესაცნობად. თუმცა, ამასთან ერთად, მოიმატებს გარკვეული დეპრესიული ფონი და სამყაროს პესიმისტური ხედვაც, რაც უნდა გვახსოვდეს, რომ დროებითია და მალე დასრულდება.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები