კესარია აბრამიძეს ცხოვრების შეცვლა სურს

”ფსიქოპათთა თამაშების” ერთ-ერთ სერიაში კესარია აბრამიძე მთავარ როლში მოგვევლინა. მისი გმირი ლამაზი, ცნობილი მოდელი ქალია. ჯუნა კომპიუტერების ხელოსანს, ჯეჯი სხირტლაძის გმირს შეუყვარდება, რომელიც ავადმყოფი აღმოჩნდება და მორიგი სექსის დროს შეყვარებულ ქალს ორგაზმის დროს დაახრჩობს.

– კესო, შენს პარტნიორთან სერიალში, ჯეჯი სხირტლაძესთან, ფოტო ჯერ კიდევ 2013 წელს გაქვს გადაღებული. რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
– თეატრიდან ვიცნობ ჯეჯის, მის სპექტაკლებზე დავდიოდი, უბრალოდ, ფოტო გადავიღეთ ერთად. რეები გიქექია (იცინის).
– არც ისე კარგი კომენტარები იყო ამ ფოტოს ქვეშ, რა გაატრაკეთ ამ ფოტოთი საქმეო, წერდი…
– ზოგადად, როცა ჩემთან ვინმე ბიჭი ჩნდება ფოტოზე, იწყებენ განხილვას, ვინ არის, რატომ აქვს ჩემთან ფოტო. ეტყობა, გავბრაზდი და დავწერე. ჯეჯის ახლობლები იკვლევდნენ, რა ურთიერთობა გვქონდა.
– ჯეჯის ოჯახი აქვს?
– არ ვიცი, ასე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს. ბებია რომ ჰყავს, ის ვიცი, ხშირად ახსენებს ხოლმე (იცინის).
– როგორ მოხვდი ამ სერიალში, სამსახიობო გამოცდილება გაქვს?
– რამდენიმე ფილმში მანამდეც ვიყავი გადაღებული, შოთიკო კალანაძემ ”კინოლექსებში” გადამიღო, კიდევ ერთ ფილმში გადამიღეს, რომელიც რატომღაც ჯერ არ გამოსულა, ფეხმძიმე ქალი განვასახიერე. ასეთ ფართომასშტაბიან ფილმში პირველად ვითამაშე. მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა დამირეკა და მითხრა ლამაზ, სექსუალურ, ჭკვიან მოდელ გოგოს ეძებენ სერიალში მთავარი როლისთვისო. მივედი ოთარ შამათავასთან და მითხრა, ზუსტად ის ხარ, ვისაც ვეძებდიო. ძალიან კარგ გუნდთან მოვხვდი. არ მექცეოდნენ ისე, როგორც რიგით მსახიობს. გადასაღებ მოედანზე თავს ჰოლივუდის ვარსკვლავად ვგრძნობდი. ყველას შევუყვარდი.
– რთული იყო შენთვის სექსის სცენის თამაში?
– რეჟისორმა მითხრა, რომ გამოცდილ მსახიობებსაც უჭირთ ასეთი სცენის შესრულება, არაფერი გამომიჩნდეს, ხელი არ მომკიდოს და მსგავსი მოთხოვნები აქვთო. ერთადერთი რამ მოვითხოვე, რომ სცენა ესთეტიკურად ლამაზი გამოსულიყო. ასეც მოხდა. ჩემი გმირის, ჯუნას ტრაგიკული ისტორია ძალიან ლამაზად ვაჩვენეთ, მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი არ იყო. საკმაოდ რთული როლი მქონდა. თავიდან ყველაფერს ადვილად ვუყურებდი, სექსის სცენა ყველაზე მარტივად სათამაშო მეგონა. კამერებთან არ ვიმჩნევდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გამიჭირდა. როცა ამდენი კამერა, ადამიანი გიყურებს, შენ შიშველი ხარ და ასე უნდა ითამაშო, ხმები გამოსცე, რომ ეს ძალიან ბუნებრივი იყოს, ისე, თითქოს მართლა გაქვს სექსი, არ არის იოლი. ორგაზმი და სიკვდილი ერთად განვასახიერე. ეს მართლაც ძალიან რთული იყო, მაგრამ სულ რამდენიმე დუბლი დაგვჭირდა.
– მსახიობები ამბობენ, რომ ასეთი სცენის დროს არ არსებობს გრძნობა, ასეა?
– ჩემი პარტნიორის კანდიდატურაზე რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. ჯეჯი თვითონ ამოვირჩიე, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ბიჭებს არ ვიცნობდი. ჯეჯი ნიჭიერი მსახიობია, ზუსტად ვიცოდი, მასთან კომპლექსი არ მექნებოდა. გრძნობას რაც შეეხება, ნამდვილად არ მქონია. იქ იმდენად ხარ გადართული, რომ ეს ყველაფერი კარგი გამოვიდეს, გრძნობებს ვერც აჰყვები. თან ჯეჯისთან არ მექნებოდა გრძნობა, ვინმე უცხო ბიჭი რომ ყოფილიყო, არც ამას გამოვრიცხავდი.
– კესარია, უცნაური თაყვანისმცემლები გყავს, შენს მონობას ითხოვენ, შენი ფეხის თითებით ინტერესდებიან. რა კატეგორიაა ეს?
– ესენი არ არიან ავადმყოფები. ყველა ადამიანს აქვს თავისი სექსუალური ფანტაზია. ყველა მამაკაცს არ მოსწონს, ნაზი, საყვარელი, კაცზე დამოკიდებული ქალი. ბევრს მოსწონს ძლიერი, დომინანტი ქალი. ჩემში ასეთ ქალს ხედავენ და ამიტომაც მწერენ, რომ იქნებიან ჩემი მონები, რომ რასაც ვუბრძანებ, იმას გააკეთებენ.
– ასეთ კაცებს იყენებ?
– ვერ დავმალავ, გამომიყენებია. შეიძლება, ასეთი კაცი იყოს ძალიან დიდი თანამდებობის პირი, გავლენიანი პიროვნება სხვებისთვის, მაგრამ ჩემთან გახდეს მონა. საჩუქრები მიმიღია, ვერ დავმალავ.
– ყველაზე ძვირფასი რა უჩუქებიათ შენთვის?
– ”შანელის” ოქროს სამკაული, ბრილიანტებით მოჭედილი. მანქანის ჩუქებაც უნდოდათ, მე არ მივიღე. ისეთი ადამიანებისგან არ ვიღებ საჩუქრებს, ვისგანაც შეიძლებოდა ამეღო, თორემ მანქანაც იქნებოდა, სახლიც და ბევრი სხვა რამეც.
– პირსინგები და სვირინგები გიყვარს?
– ესენი ჩემი ცხოვრების შეცდომებია. რაც გაკეთებული მაქვს, არ მომწონს. ვფიქრობ, ქალს სვირინგი გამოსაჩენ ადგილზე არ უნდა ჰქონდეს. ხელზე 16 წლისამ გავიკეთე ტატუ და მის მერე ოთხჯერ გადავაკეთე, მაინც არ მომწონს და ალბათ, ვეღარაფერს ვუშველი. პირსინგებიც მქონდა ენაზე, ცხვირზე, წარბზე. პირსინგით ქალი ყურადღების მიქცევას ცდილობს, ვფიქრობ, ჩემს სახეს ეს არ სჭირდება. ამიტომაც შევიხორცე ყველა პირსინგი, რაც სახეზე მქონდა. ახლა ჭიპზე მაქვს მხოლოდ.
– ბევრს ჭორაობენ შენს პლასტიკურ ოპერაციებზე…
– თუ გჭირდება, ქალმა ყველაფერიც უნდა გაიკეთო, მაგრამ მე მართლა არაფერი მაქვს გაკეთებული. თუ ნანახი გაქვთ ის გადაცემა, სადაც დედაჩემიც იყო მიწვეული, მიხვდებით, რომ მისი ასლი ვარ, ძალიან ვგავართ ერთმანეთს. გამიკეთებია მეზოთერაპია, ბოტოქსიც, მაგრამ პლასტიკური ოპერაცია სახეზე არ მაქვს გაკეთებული. ჩემი გარეგნული ცვალებადობა მხოლოდ მაკიაჟის დამსახურებაა. კარგი ვიზაჟისტი ვარ და შესანიშნავ მაკიაჟს ვიკეთებ. ამის ხარჯზე ბევრნაირი შემიძლია ვიყო.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– სტერეოტიპებით არ ვცხოვრობ, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის, სპორტული აღნაგობის სიმპათიური ბიჭი ყველა ქალს მოსწონს. ქერა და ცისფერთვალება კაცები არასდროს მომწონდა, არც ისინი, ვინც ბევრს ლაყბობს და ტლიკინებს. თავშეკავებული, ყურადღებიანი ჯენტლმენები მომწონს.
– ხარ ქალი, რომელიც საყვარელი მამაკაცის აკრძალვებს დაემორჩილება?
– ვარ.
– ახლა გყავს ასეთი მამაკაცი გვერდით?
– მყავს მეგობარი მამაკაცი, მაგრამ ჭკუა ვისწავლე, მასზე აღარ ვლაპარაკობ. მასთან კომფორტულად ვარ, მსიამოვნებს მასთან სავახშმოდ წასვლა, ქალაქგარეთ გასეირნება, სექსი.
– ერთად ცხოვრობთ?
– არა, ერთად არ ვცხოვრობთ. ეგეც გამოცდილი მაქვს და არ მინდა. ოფიციალურობა აფუჭებს ურთიერთობას. ქართველი ქალები სწორედ მანდ ცდებიან, რომ კაცებს ურთიერთობის გაოფიციალურებას აჩქარებენ. კაცი იმის კაცია, ეს თვითონ უნდა შემოგთავაზოს.
– ბევრი ოჯახი დაგინგრევია?
– (მეგობარს ურეკავს და მიკროფონს რთავს) ჟურნალისტი მეკითხება, ბევრი ოჯახი დაგინგრევიაო. შენ იცი რამდენი? (მეგობრის პასუხი) ასამდე ვითვლიდი, ჩემო კარგო, მერე დავიღალე.
– ვჭამ და არ ვსუქდებიო, წერდი ”ფეისბუქზე”, მართლა ასეა?
– კი, ყველაფერს ვჭამ, არანაირი შეზღუდვა, და არ ვსუქდები.
– ყველაზე ცუდი სიმთვრალეში რა გაგიკეთებია?
– დიჯეისთან მიზასავია მაგიდაზე (იცინის)… გავიზარდე, აღარ ვიქცევი ასე. ალკოჰოლი და სიმთვრალე დავამთავრე. მივხვდი, რომ ცხოვრების შეცვლა მინდა. მინდა, მქონდეს საქმე დღისით, ღამით მეძინოს, სწორად ვიკვებო და ნორმალურად ვიცხოვრო.
– მარტო რომ რჩები, რაზე ფიქრობ?
– არ ვფიქრობ, ვოცნებობ. ოღონდ, საქვეყნოდ ვერ დავწერ რაზე, თორემ ჩემი მონები შეასრულებენ და ოცნება აღარ დამრჩება

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები