“იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის” – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 15 თებერვლის პროგნოზზე “ფორტუნასთან” საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რცევებს აძლევს:

“დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ყველაზე მეგობრული, ლიბერალური და თავისუფლების მოყვარე მერწყულის, მთვარე კი, შეუპოვარი და მებრძოლი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში გასარკვევად, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ცოდნისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. არ ღირს მოგზაურობა და ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი და ცისფერი, ასევე ოპალი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი, ზურმუხტი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები