იქნებით თუ არა ერთად – სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივა ასტროლოგიურ ჭრილში

ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით იმას, რომ წყვილებს შორის თავსებადობის საკითხი ზერელედ და მარტოოდენ მზის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნით არასოდეს განისაზღვრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის საიტის კითხვა-პასუხის განყოფილებაში ზუსტად ამ თემატიკაზე, გადავწყვიტეთ, ზოგადი ფორმულებით მაინც შემოვიფარგლოთ და მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვისთან ურთიერთობაში გაქვთ ხანგრძლივი ურთიერთგაგების პერსპექტივა და ვისთან – მარტოოდენ ფლირტით აჯობებს შემოიფარგლოთ.
თუ თქვენ ვერძი ხართ – ხანგრძლივად დაგაინტერესებთ მორიელი, ლომი, მშვილდოსანი, მერწყული ან ტყუპი.
მეტნაკლებად გაუგებთ – სასწორს, თევზებს, კუროსა და ქალწულს.
ძალიან გაგიჭირდებათ საერთოს გამონახვა და მყარი ურთიერთობა – თხის რქასთან, კირჩხიბთან.
თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი კუროა – კარგად შეეწყობით თხის რქას, კირჩხიბს, ქალწულს, სასწორს.
მეტნაკლებად გაუგებთ – მორიელს, ვერძს, ტყუპს და თევზებს.
გაგიჭირდებათ ურთიერთობა – ლომთან, მერწყულთან, მშვილდოსანთან.
ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენელი თუ ხართ – ჰარმონიას იპოვნით ვერძთან, მერწყულთან, სასწორთან, მშვილდოსანთან, ლომთან.
მეტნაკლებად გაუგებთ – კირჩხიბს, ქალწულს, კუროს.
ძალიან გაჭირდება საერთო ენის გამონახვა – მორიელთან, თხის რქასთან და თევზებთან.
თუ თქვენი ნიშანი კირჩხიბია – ჰარმონიულად შეეწყობით მორიელს, თევზებს, კუროს, ქალწულს და თხის რქას.
მეტნაკლებად გაუგებთ – ტყუპს, ლომს, მშვილდოსანს.
ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა – ვერძთან, სასწორთან, მერწყულთან.
ლომი თუა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი – პერსპექტიული და ხანგრძლივი ურთიერთობა გამოგივათ ვერძთან, სასწორთან, მშვილდოსანთან. თევზებთან.
მეტნაკლებად გაუგებთ – ტყუპს, ქალწულს, თხის რქას.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა – მერწყულთან, კუროსთან, მორიელთან.
ქალწულის ნიშნით დაბადებული თუ ბრძანდებით – კარგად შეეწყობით კუროს, თხის რქას, კირჩხიბს, მორიელს,
მეტნაკლებად გაუგებთ – მერწყულს, სასწორს, ლომს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა – ვერძთან, მშვილდოსანთან, თევზებთან, ტყუპთან.
სასწორის ნიშნით თუ ხართ დაბადებული – ჰარმონიას მარტივად იპოვნით ტყუპთან, მერწყულთან, ლომთან, მშვილდოსანთან.
მეტნაკლებად გაუგებთ – ვერძს, მორიელს, კუროს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა – თხის რქასთან, კირჩხიბთან, თევზებთან.
მორიელი თუა თქვენი ზოდიაქო – უკეთ შეეწყობით კირჩხიბს, თევზებს, თხის რქას, ქალწულს, ვერძს.
მეტნაკლებად გაუგებთ – სასწორს, მშვილდოსანს, კუროს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა – ლომთან, ტყუპთან, მერწყულთან.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით თუ დაიბადეთ – სამომავლო ურთიერთობის კარგი პერსპექტივა გაქვთ სასწორთან, ლომთან, მერწყულთან, ვერძთან.
მეტნაკლებად გაუგებთ ტყუპს, კირჩხიბს, მორიელს.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა – თევზებთან, ქალწულთან, თხის რქასთან.
თხის რქა თუა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი – კარგად გაუგებთ ქალწულს, კუროს, მორიელს, თევზებს.
მეტნაკლები ჰარმონია გექნებათ ლომთან, კირჩხიბთან.
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა სასწორთან, ტყუპთან, ვერძთან, მშვილდოსანთან.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს თუ განეკუთვნებით ჰარმონიულ წყვილს შექმნით – მშვილდოსანთან, ტყუპთან, სასწორთან, ვერძთან.
მეტნაკლებად გაუგებთ თევზებს, თხის რქას, ქალწულს.
ნაკლებია ჰარმონიული კავშირის შანსი – მორიელთან, კუროსთან, კირჩხიბთან და ლომთან.
თევზების ნიშნის წარმომადგენელი თუ ხართ – ხანგრძლივი კავშირი შესაძლებელია თხის რქასთან, ლომთან, მორიელთან, კირჩხიბთან.
მეტნაკლებად გაუგებთ ვერძს, კუროს, სასწორს.
გაგიჭირდებათ დიდი ხნით პარტნიორობა – ქალწულთან, მშვილდოსანთან და ტყუპთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები