ირაკლი კობახიძემ საყვარელი ჯგუფები დაასახელა და თავისი ანსამბლის შესახებ ისაუბრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ თავისი საყვარელი ჯგუფები და შემსრულებლები დაასახელა.

„Led Zeppelin“ ვუსმენდი აქტიურად, ბლუზი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ერიკ კლეპტონი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი იყო. ასევე სტინგი. სხვადასხვა მიმართულება, ჟანრებია, თუმცა ასეთი გამორჩეული ჯგუფები მყავდა. Queen-ს ვუსმენდი რაღაც პერიოდი ძალიან აქტიურად“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ანსამბლიც გაიხსენა, რომელიც წლების წინ ბავშვობის მეგობრებთან ერთად დააარსა.

„სახელამდეც კი არ მივიდა საქმე, უბრალოდ ვუკრავდით. სარდაფი მოვაწყვეთ ნუცუბიძეზე, სადაც ვცხოვრობდით, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ჩემი მეზობლები იყვნენ და ერთად მოვაწყვეთ სარდაფი და იქ სხვადასხვა კომპოზიციას ვასრულებდით ხოლმე. ეს დაახლოებით წელი-წელიწადნახევარი გაგრძელდა. საინტერესო და ძალიან სასიამოვნო იყო, გვართობდა ეს ყველაფერი. სიამოვნებას ვიღებდით ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები