ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი – „16-21 ივნისს მოიმატებს შეცდომების დაშვების და ტექნიკური ავარიების ალბათობა“

ასტროლოგი რამაზ გიგაური ივნისის თვის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.
„მთავარი მოვლენა: ყურადღებას ითხოვს 3 ივნისის – ახალმთვარეობა და 17 ივნისის – სავსემთვარეობა.
ივნისი ემოციურად საკმაოდ დატვირთული იქნება. ამას განაპირობებს პლანეტა ნეპტუნის ძლიერი გავლენა (მგრძნობიარობა, წარმოსახვა, აღმაფრენა, ინტუიცია, ბუნდოვანება, ილუზია).
ეს თვე მნიშვნელოვანი იქნება ემოციური-მგრძნობიარე ადამიანებისთვის და ასევე ხელოვანებისთვის (განსაკუთრებით გააქტიურდება მუსიკასთან, ფოტოგრაფიასთან, კინოსთან, პოეზიასთან დაკავშირებული ადამიანების ცხოვრება).
ყურადღებას ითხოვს ძილის ფაქტორი, რადგან ასტროლოგიაში ნეპტუნი – განაგებს ძილის ფაქტორს, ამიტომ სასურველია ძილის რეჟიმის დაცვა, რადგან უძილობამ შესაძლოა ფსიქოემოციური კუთხით პრობლემები შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ივნისის პირველი ნახევარი (როდესაც მზე, იუპიტერი და ნეპტუნი შექმნიან პლანეტების ნეგატიურ კონფიგურაციას ე. წ. ტაუ-კვადრატს). ამ პერიოდში ასევე მოიმატებს საკუთარი თავის მოტყუების, ილუზიის და ცდუნების ალბათობა. ამ დროს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს.
– ასტროკალენდარი –
* 1-18 ივნისი: მზე-იუპიტერის დაპირისპირება
ამ შუალედში მოიმატებს საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებზე ზღვარგადასული წარმოდგენა, გაჩნდება ყველაფრის ერთბაშად და ერთიანად მოგვარების სურვილი, რაც შეცდომა იქნება. ამიტომ არ არის რეკომენდებული საკუთარი თავისთვის ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება. სასურველია საქმეების ნაწილ-ნაწილ შესრულება.
* 3 ივნისი: ახალმთვარეობა
დაიკლებს თავდაჯერებულობა, თუმცა გაზრდილი იქნება ემოციურობა, რაც მოსალოდნელია არასწორი გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და საბუთებზე ხელისმოწერა (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).
* 4 ივნისი – 26 ივნისი: მერკური > კირჩხიბის ზოდიაქოში
გაძლიერდება წარმოსახვა. აზროვნების პროცესი არამკაფიო და ბუნდოვანი გახდება. გეგმების დამუშავება-განხორციელებაში სასურველია ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა. სასურველია „უკან მიტრიალება“ და უკვე გაკეთებულის ხელახლა „გავლა“, გადამოწმება.
* 7-22 ივნისი: სატურნი-პლუტონის შეერთება
შეიქმნება შინაგანი დაძაბულობა. გაჭირდება კონცენტრაცია. მოიმატებს შინაგანი პროტესტის განცდა, რამაც შეიძლება ურთიერთობებში პრობლემები შექმნას. მოსალოდნელია პიროვნების და კოლექტივის დაპირისპირება, მოსალოდნელია სისტემური შეცდომების დაშვებაც.
* 9 ივნისი: ვენერა > ტყუპის ზოდიაქოში
დაძაბული ემოციური ფონი შედარებით „შერბილდება“, სასიყვარულო ურთიერთობები უფრო ზედაპირი გახდება. დაიკლებს მგრძნობიარობა, თუმცა მოიმატებს ფლირტის, ზედაპირული სასიყვარულო ურთიერთობების ალბათობა. ურთიერთობები შესაძლებელია იოლად განვითარდეს და იოლადვე დაიშალოს.
* 17 ივნისი: სავსემთვარეობა
ეს დღე ემოციური იქნება. მოიმატებს ეგოიზმი. მოსალოდნელია ადამიანებს იოლად ეწყინოთ და ურთიერთობებში განხეთქილება გაჩნდეს. აჩქარებულობა არ არის რეკომენდებული.
* 21 ივნისი: მზე > კირჩხიბის ზოდიაქოში
მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობიარობა, სხვებზე ზრუნვის სურვილი. წინ წამოიწევს პირად ცხოვრებასთან, ოჯახურ ეგრეგორთან, წარმოშობასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად სასიკეთო პერიოდი დაიწყება წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები).
* 27 ივნისი: მერკური > ლომის ზოდიაქოში
აზროვნება უფრო შემოქმედებითი, კრეატიული გახდება. მოიმატებს სიამაყე და თავდაჯერებულობა. ეს განსაკუთრებით ვერბალურ დონეზე გახდება საგრძნობი. არ არის სასურველი ზედმეტი დაპირებების გაცემა.
ივნისში შენაძენებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის:
* არასასურველია: 1-3 და შემდეგ უკვე 13-დან 21 ივნისის ჩათვლით (განსაკუთრებით ცუდია 17-19 ივნისი).
* სასურველია: 4-დან 12 ივნისის ჩათვლით.
* * * განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს 3 ივნისი და ასევე 16-21 ივნისი – ამ პერიოდში მოიმატებს შეცდომების დაშვების და ტექნიკური ავარიების ალბათობა.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის ივნისში ზოგადად სასიკეთო დღეები:
ვერძი: 3, 7, 11, 15, 20, 25, 30
კურო: 1, 6, 10, 14, 19, 24, 29
ტყუპები: 4, 7, 11, 15, 20, 25, 30
კირჩხიბი: 5, 10, 14, 19, 24, 28
ლომი: 4, 8, 12, 16, 21, 26
ქალწული: 5, 9, 13, 19, 24, 28
სასწორი: 4, 8, 12, 16, 21, 27
მორიელი: 1, 5, 9, 13, 19, 23, 29
მშვილდოსანი: 3, 8, 12, 17, 22, 27
თხის რქა: 2, 6, 10, 14, 18, 23, 28
მერწყული: 3, 7, 11, 17, 22, 26
თევზები: 2, 6, 10, 14, 18, 23, 29“,- წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები