თაკო გაჩეჩილაძე ნაჩუქარ ”ფერარიზე” უარს ამბობს

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე”ფეისბუქზე” პირად მიმოწერას ასაჯაროებს:

”თაკო, მოდი რა შევხდეთ ერთმანეთს. მონაკოში ჩავფრინდეთ. ”ფერარის” გაჩუქებ, თბილისში გამოვუშვათ… მერე ჩემი ძმაკაცის ბოინგით ბაჰამის კუნძულებზე გადავფრინდეთ გასართობად.

ნიუ იორკში და ლოს ანჯელესში გავერთოთ, დაფიქრდი, არ ვიცი, მეტი რა შემოგთავაზო.

ბოინგი თბილისის აეროპორტში დგას. ჩავიდეთ მონაკოში. მანქანას გადმოგცემ, გამოვუშვათ თბილისში, ოღონდ არ თქვა, მე რომ გაჩუქე და არც გამიბაზრო. შემდეგ ბაჰამის კუნძულებზე, ნიუ იორკში და ლოს ანჯელესში გავერთოთ”, წერს თაკოს უცნობი თაყვანისმცემელი.

თაყვანისმცემელი ”ფეისბუქზე” საკუთარი სახელი და გვარი არ უწერია და თაკო ვარაუდობს, რომ ის შეიძლება,  ბიძინა ივანიშვილი იყოს.

”მგონი, ბიძოა”, სიცილის წერს თაკო ”ფეისბუქზე.”

”ფერარიმ” და ”ლამბორჯინმა” ვერ გაჭრა მომღერალი შეხვედრაზე რომ დაეთანხმებინა და უხილავმა თაყვანისმცემელმა ბოინგი ”ჩართო”, თუმცა როგორც ჩანს, ვერც ამან გაჭრა და თაკო მასთან შეხვედრას აშკარად არ აპირებს.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები