ზურა ხაჩიძე: ბრძოლა სამართლიანობისთვის ჯერ არ დამთავრებულა

„ირმა ინაშვილს იმ დროდან ვიცნობ, როდესაც ჯგუფი „ქუჩის ბიჭები” ჩამოყალიბების ეტაპზე ვიყავით… შორს რომ არ წავიდე, უახლოეს წლებში გვახსოვს მისი ბრძოლა ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, როდესაც საზოგადოებას მხარში დგომა სჭირდებოდა. ეს ადამიანი უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე და არის კარგი ჟურნალისტი, რომელიც თავის საქმეს სამაგალითოდ ემსახურებოდა.

ბრძოლა სამართლიანობისთვის ჯერ არ დამთავრებულა. ირმა იბრძვის და ლაპარაკობს ისე, როგორც ფიქრობს ხალხი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ირმა იქნება ერთი ძლიერი ხმა, რომელიც პარლამენტში საქართველოს უდრის. მისთვის პრინციპული საკითხი იქნება ყველა იმ პრობლემის გადაჭრა და მოგვარება, რომელიც დღეს საგარეჯოს მოსახლეობას აწუხებს. ის იქნება არჩევანი, რომელიც ამომრჩევლებს იმედს არ გაუცრუებს!” – აცხადებს ზურა ხაჩიძე.

წყარო: “ობიექტივი”

კომენტარები

სხვა სიახლეები