ზოდიაქოს წყვილები, რომელთა სიყვარულიც ხშირად მეგობრობით იწყება

ალბათ გაგიგონიათ, რომ მეგობრობიდან ხშირად დაწყებულა ამა თუ იმ წყვილის ცხოვრებაში დიდი სიყვარული. თუმცა, სკეპტიკებს და თავგადასავლების მოყვარულებს რომ კითხოთ, მეგობრობის შედეგად არ მოდის ის გრძნობა, რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია. იქნებ პირიქით გახლავთ? ჩვენ რასაც სიყვარულს ვეძახით მთელი თავისი დრამატული ისტორიებით, ეჭვიანობის სცენებით, შერიგება-დაშორების კალეიდოსკოპური მონაცვლეობით იქნებ სულაც არ არის ეს სიყვარული? ასტროლოგები თვლიან, რომ სიყვარულს სიმშვიდე უნდა მოჰქონდეს, ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დავა, მოდი, დღეს იმ წყვილებზე ვისაუბროთ, ვისთანაც ძალზე ხშირად მოდის სიყვარული, ხანგრძლივი მეგობრობის შედეგად…

ვერძი-მერწყული მათ შორის ყოველთვის არსებობს სასუბრო თემა, ისინი ძალზე ხშირად ერთიანდებიან ერთი იდეის ქვეშ. მერწყული იდეის გენერატორია, ვერძი კი მისი ენთუზიასტი შემსრულებელი. ამ ორს სამყაროს გაოცება შეუძლია საკუთარი კრეატიულობით. თუმცა, საერთო ინტერესები მალე გადადის ხოლმე მიჩვევაში და სიყვარულში. მერწყულები კი მოგეხსნებათ მხოლოდ მეგობრობით დაწყებულ გრძნობებს სცემენ პატივს.

კირჩხიბი-ქალწული
მათ ერთმანეთთან ვინმეზე ზრუნვის მოთხოვნილება, სამსახურეობრივი საქმეები ან ჯანმრთელობის საკითხზე საუბარი აკავშირებთ. კირჩხიბიც და ქალწულიც ბუნებით შინაყუდაა. შესაბამისად, ერთმანეთს ჭეშმარიტად აღმოაჩენენ როცა გაირკვევა, რომ ორივეს უყვარს ვიქენდის პლედშემოხვეულს გატარება, ჭიქა ჩაით ხელში. ჰოდა, რა იქნება იმაზე უკეთესი თუ პლედში ორნი იქნებიან უკვე?

კურო-სასწორი ამ წყვილს ხელოვნება ან შემოქმედებითი საქმიანობა დააკავშირებს. შესაძლოა მუსიკალური გემოვნება აღმოაჩნდეთ ერთნაირი ან საოცარ ფოტოებს იღებდეს რომელიმე, ამით კი მეორე აუცილებლად აღფრთოვანდება. ორივეს უყვარს კომფორტი, ტკბილეული და ხელოვნება. შესაბამისად, დროის ერთად გასატარებლად ეს საკმარის მიზეზია.

ტყუპი-ლომი როგორც წესი მათი ურთიერთობა ჭკუის დარიგებით იწყება. ზოგჯერ ეს შეიძლება ხელჩართულ პოლემიკაში და ცხარე კამათშიც გადაიზარდოს. თუმცა, ცვალებადი ტყუპი მალე მიხვდება, რომ ლომზე უკეთესი დამცველი და თანამოაზრე არ ეყოლება. ლომს კი თავის მხრივ მოხიბლავს ტყუპის მოქნილობა და სიეშმაკე. ამ ორს ერთად არასოდეს მოსწყინდება.

მშვილდოსანი-თევზები თანაგრძნობა და მოსმენის ნიჭი, ალბათ ის დიდი “კოზირია”, რითაც თევზი, მშვილდოსნის “დაბმას” შეძლებს. ტიპურ მშვილდოსანს კი ყოველთვის ჰაერივით ესაჭიროება მსმენელები. გარდა ამისა, თევზი არასოდეს გაკიცხავს მას რაც არ უნდა საშინელი საქციელი ჩაიდინოს, ეს კიდევ ერთი ბონუსია მშვილდოსნისთვის თევზთან კვლავაც და კვლავაც დასაბრუნებლად.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები