ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გენიოსები

ტერმინი ,,ვუნდერკინდი” ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია და ბევრიც გაუგია მასზე. თავად ამ სიტყვის დეფინიცია განსაცვიფრებელ ბავშვს ნიშნავს თარგმანში, თუმცა ზოგადი განმარტებით ის გენიოსის, სხვებისგან გონებრივად ან ნიჭით გამორჩეული ადამიანის სინონიმია.

ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი ხშირად განაპირობებს ამა თუ იმ პიროვნების კოლოსალურ გონებრივ შესაძლებლობებს, თუმცა თავად ნიშნის მმართველი პლანეტა ხშირად იმ სფეროს განასახიერებს, სადაც ადამიანმა შეიძლება საკუთარი კვალი დაუტოვოს კაცობრიობას.

განსაკუთრებული გონებრივი მონაცემებით გამორჩეულ ნიშნებს შორის, მერწყულის ზოდიაქო ლიდერობს. ამ ადამიანებს მომავლის ხედვა და გასაოცარი ინტუიცია გააჩნიათ. ამიტომ მათ შორის ბევრი ზღვარზეც კი დგას გენიოსობასა და შეშლილობას შორის. მერწყულები იმდენად უსწერებენ დროს საკუთარი შეხედულებებით, იმდენად კოსმოპოლიტები არიან, რომ ბევრს მათი ნააზრევი ფანტაზიის ნაყოფი, ან უბრალოდ ნაბოდვარიც კი ჰგონია.

თევზები და მორიელები გასაოცარი ოკულტური ნიჭით, ადამიანთან ფსიქოლოგიაში წვდომის უნარითა და მანიპულატორის ხასიათით გამოირჩევიან. ამ ხალხს შორის ვხვდებით როგორც უმაღლესი სიბრძნის, უკეთლშობილეს და სულიერად ნათელ ინდივიდებს, ისე დეგრადაციის გზაზე მდგომ, მაგრამ საოცრად ჭკვიან და წინდახედულ ადამიანებს. ბევრი კრიმინალური სამყაროს ცნობილი ავტორიტეტი იყო დაბადებული ზემოხსენებულ ორ ნიშანს შორის.

ძალიან ნიჭიერები და რაც მთავარია, ლიდერული მონაცემებით დაჯილდოებული ადამიანები არიან ვერძები და ლომები. მათ შორის ვხვდებით გასაოცარი ორგანიზატორული ნიჭითა და მასებზე ზემოქმედების უნარით შემკულ ადამიანებს. ეს ხალხი ხშირად შოუბიზნესში ან პოლიტიკაში იკავებს მნიშვნელოვან ადგილს.

დაბოლოს, ღრმად მოაზროვნე, ფილოსოფიური აზროვნების უნარით დაჯილდოებული ნიშანია ასევე მშვილდოსანიც. მით უმეტეს, თუ ამ ხალხის დაბადების დრო ე.წ. “გველმჭერის” პერიოდს ეხება. ასეთი პიროვნებები სამყაროში საკუთარ, მკაფიო კვალს ტოვებენ ყოველთვის. მათ შორისაა უდიდესი წინასწარმეტყველი და მისტიკოსი – მიშელ ნოსტრადამუსი. რომლის ნიჭით გაოცებასაც დღესაც აგრძელებს სამყარო.

წყარო: http://www.astrologi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები