ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცს მიიჩნევენ ქალები იდეალთან მიახლოვებულად

ამერიკელმა ასტროლოგმა ლინდა როუმ პირადი პრაქტიკის საფუძველზე საკუთარ კლიენტებს შორის, ძალზე საინტერესო შემაჯამებელი დასკვნა გამოიტანა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცში ჭარბობს ქალების 80%-ისთვის იდეალური მეორე ნახევრის თვისებები.

ყველაზე ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი ამ მხრივ სასწორებს, ტყუპსა და მშვილდოსნებს ერგოთ. ქალებმა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები მხოლოდ მოკლევადიანი ფლირტისთვის გამოსადეგ პარტნიორებად მიიჩნიეს.

შედერებით მეტი ხმა დააგროვეს ვერძებმა, ლომებმა და კირჩხიბებმა. თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლებზე ქალბატონების აზრი იყო შემდეგი – ზედმეტად პრობლემატური პარტნიორი (ვერძი – ინფანტილურობის, ლომი – ეგოიზმის და კირჩხიბი – გადამეტებული ემოციურობის გამო).

გაცილებით უკეთესი შეფასება დაიმსახურეს მერწყულის, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მამაკაცებმა. როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამრებს ქალები ძირითადად როგორც კარგ მეგობარს და კომფორტულ “ბეგრაუნდს” ისე აღიქვამენ.

მზრუნველი მაგრამ აუტანლად დიქტატორული ბუნების – ასე დაახასიათეს ქალებმა თხის რქისა და მორიელისზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები. სუსტი სქესის აზრით, ამგვარ მამრებს იდეალურთან მიახლოვებულის თვისებები აქვთ, თუმცა ეს მაინც არ არის ის “ერთადერთი და განუმეორებელი”.

დაბოლოს, ლინდა როუს კვლევის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული – მამაკაცი, რომელიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალების უმრავლესობამ, იდეალურ ქმრად, მამად და სექსუალურ პარტნიორად აღიარა გახლავთ კურო. როგორც აღმოჩნდა, ამ სიტყვაძუნწი, ერთი შეხედვით პირქუში და ზანტი ვიზუალის მიღმა ქალს შეუძლია აღმოაჩინოს ის, რასაც რეალურად ეძებს ნებისმიერი სუსტი სქესის წარმომადგენელი მამაკაცში – სიმყარე, სითბო, სტაბილურობა და რაც ყველაზე მთავარია, ერთგულების გასაოცარი უნარით გამყარებული სიყვარული!

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები