ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არღვევენ ყველაზე ხშირად კანონს

ერთ-ერთმა ამერიკულმა საიტმა საინტერესო კვლევა ჩაატარა იმის გამოსავლენად, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მოქალაქეები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილი კანონმორჩილებისკენ და პირიქით, ვინ უფრო ემორჩილება ცდუნებას, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინოს. სტატისტიკა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, განსაკუთრებით კანონმორჩილთა შორის – თხის რქები, ქალწულები, კირჩხიბები, სასწორები და კუროები არიან. ამ ადამიანებს არ უყვართ უსიამოვნო სიურპრიზები. შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, კანონს არასოდეს გადააბიჯონ. მათთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე და სტაბილურობა.

თავზეხელაღებულთა და რისკის მოყვარულთა შორის არიან – ვერძები, ტყუპი, მორიელები, მერწყულები, მშვილდოსნები და თევზები. ამ ხალხს უყვარს ექსტრიმი, არ აღიარებს ჩარჩოებს და ხშირად სიამოვნებითაც კი გამოხატავენ პროტესტს დადგენილი ბიუროკრატიული ნორმების წინააღმდეგ. მათთვის სასიამოვნოც კია პერიოდულად დაუპირისპირდნენ სახელმწიფო აპარატს. თუმცა, ეს რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება დასრულდეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები