ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ორმაგი რომანებისკენ არიან მიდრეკილნი

ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია სიყვარულსა და პირად ურთიერთობაში. ზოგი თუ მონოგამიურობისკენაა მიდრეკილი, ვიღაცისთვის ჰაერივით აუცილებელია მრავალფეროვნება, თუმცა ამგვარ პოლიგამიას ეს ხალხი ერთობ ოსტატურად უძებნის ახსნას. დღეს გვინდა ზოდიაქოს ის ნიშნები გაგაცნოთ, ვინც ორმაგი რომანებისკენ ყველაზე მეტადაა მიდრეკილი:

ტყუპი – თუკი ტყუპის სიმბოლოს დააკვირდებით, შეკითხვაც აღარ დაგრჩებათ, ეს ხომ ჩანასახშივე გაორებული ნიშანია, რომელსაც ორი პროფესია, ორი ჰობი და ორი სიყვარული სჭირდება მუდამ, თავი რომ ბედნიერ და სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს. თუმცა, თუკი ტყუპი ხვდება, მრავალმხრივად საინტერესო, ინტელექტუალურ და მხიარულ პარტნიორს სავსებით შესაძლებელია გულმა აღარ გაუწიოს ღალატისკენ.

სასწორი – უფრო ხშირად ხათრის გამო ღალატობს, ვიდრე ვნების ან ფიზიკური მოთხოვნილების გავლენით. იცოდით? სასწორის ნიშნით ამ ქვეყნად ყველაზე ხათრიანი ხალხი ევლინება ქვეყანას. გარდა ამისა, ფლირტაობაშიც მას ბადალი არ მოეძებნება. ჰოდა, ზოგჯერ ეს ფლირტი უფრო სერიოზულ ურთიერთობაშიც გადაიზრდება ხოლმე სასწორის შემთხვევაში. გამოსავალი არსებობს, თუკი სასწორის მტკიცე ხასიათისა და ძლიერი პარტნიორი შეხვდა ცხოვრების გზაზე. ზუსტადაც რომ ხათრისა და პატივისცემის გამო იგი უკან დაიხევს ღალატზე და მარტოონ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლება.

მშვილდოსანი – ყველაზე ძნელად მოსახელთებელია ჩამოთვლილთაგან. მშვილდოსნების დიდი ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ ორმაგ, სამმაგ და ოთხმაგ რომანებზეც კია წამსვლელი. პლანეტა იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, მასშტაბსა და გაფართოებაზე აგებს პასუხს. ჰოდა, მშვილდოსნებმაც რა ქნან? მოსწონთ ეს მასშტაბი და რაოდენობა.

განაგრძეთ კითხვა:http://astrologi.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები