ზოდიაქოს ნიშნები, ვისაც საშიში მტრობა და მეტოქეობა შეუძლია

არავინ დავობს იმაზე, რომ მტრობა და შური სიცოცხლეს ამოკლებს და რომ ბრაზი, ან ბოღმა ყველაზე საშიშ ონკოლოგიურ დაავადებაზე უფრო საშიშია ნებისმიერისთვის. თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ბრძოლა პროფესიულ თუ პირად ურთიერთობაში ჩვეულებრივი რამაა. ამასთან ერთად, ბევრ მათგანს კონკურენციის გაწევის ხელოვნება ლამის ხასიათში აქვს გადასული და იბრძვის იქაც, სადაც სულაც არ არის საჭირო ბრძოლა. შესაბამისად, თუ თქვენ როგორც იტყვიან, “ორი თავი არ გაქვთ” არ გირჩევთ ქვემოთ ჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებთან გადაკვეთას ან დაპირისპირებას.

ვერძი – პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს მართვას მუდმივი ბრძოლის ჟინს და შემართებას უზრუნველჰყოფს ამ ადამიანების ხასიათში. ამიტომ უკონკურენტო, ან დაბალკონკურენტუნარიანი გარემო ვერძისთვის მოსაწყენი და უინტერესოა. იგი შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ უჭირს სტრატეგიული დაგეგმვისას. ამიტომ ხშირად ბევრად უფრო სუსტი და გონებრივად გამჭრიახი ხალხი უგებს ჭკუაში. თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვერძმა ეს გააცნობიეროს, მერე ვაი ამ “გამარჯვებულს”.

ლომი – ლიდერული სულის, ამაყი და თავმოყვარე ინდივიდია. მას მოსწონს უფროსობა, მოსწონს მართვა და დომინირება. რაც ყველაზე მთავარია, ეს მას შესანიშნავად გამოსდის.

თუმცა, ხშირად ვერ იტანს კონკურენტებს და მაქსიმალურად ცდილობს მის სიახლოვეს უფრო მცოდნე, კომპეტენტური ან გამოცდილი ადამიანები ნაკლებად გააჭაჭანოს. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ლომს მეფის სავარძელში შეეცილეთ, მერწმუნეთ, მალე დაემშვიდობებით არამხოლოდ სამსახურს არამედ რეპუტაციას და ნდობას საზოგადოების მხრიდან თქვენი პერსონის მიმართ. ამ ყველაფერს კი ლომი უზრუნველჰყოფს ოსტატურად.

განაგრძეთ კითხვა http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები