ზოდიაქოს ნიშანი და მამაკაცის სექსუალური პოტენციალი

   როგორც ქალების შემთხვევაში განაპირობებს ესა თუ ის პლანეტა, მათში თანდაყოლილი, დახვეწილი მანერების და მომხიბვლელობის ნიჭს, მამაკაცების შემთხევავში სექსუალური პოტენციალის მაჩვენებელსაც კონკრეტული პლანეტების განლაგება მიუთითებს. ამიტომ ყბადაღებული თემა იმაზე, რომ მორიელი მამაკაცები როგორც წესი ყველაზე, ყველაზე სექსუალურები არიან და მას ვინც ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას ბედის უკუმართობის გამო, ხმაც არ ამოეღება ამ საკითხში, ასტროლოგიაში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანისთვის რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა. საქმე იმაშია, რომ მამაკაცური პოტენიციის და ზოგადად სექსუალური ტემპერამენტის სიგნიფიკატორი, ამა თუ იმ ადამიანის რუკაში, არამარტო მზის ზოდიაქოს ნიშანი, არამედ პლანეტა მარსის და ხშირად პლანეტა პლუტონის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციაცაა. როგორც ადრე ვისაუბრეთ, პლანეტები სხვადასხვა ენერგეტიკის მატარებლები არიან, ქალურის და მამაკაცურის, ნეგატიურის და პოზიტიურის, ზოგჯერ სულაც ნეიტრალურის. თუმცა პლანეტა მარსი, რომელიც ამა თუ იმ მამაკაცის რუკაში სექსუალურ პოტენციალზე და საპირისპირო სქესის მიმართ შთაბეჭდილების მოხდენის საკითხზეა პასუხისმგებელი, გამოკვეთილად მამაკაცური, აგრესიული ჟღერადობის მატარებელი პლანეტაა. შესაბამისად, მორიელს რომელიც ქვეყანას პირად კოსმოგრამაში მარსის ქალწულის ზოდიაქოში მდებარეობით მოევლინა, ტემპერამენტის მხრივ ასე ვთქვათ „ფორას მისცემს“ ქალწული, მარსით მორიელში.

თუმცა მოდით ზოგადადაც ვიმსჯელოთ და მარტოოდენ მზის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დავაჯგუფოთ მამრები სექსუალური ტემპერამენტის და პოტენციალის მიხედვით. თქმა არ უნდა, პირველ რიგში, ყველაზე „მხურვალეთა“ რიგებს ვერძები, ლომები და მშვილდოსნები უნდა მივაკუთვნოთ. ამ მამაკაცების ვნება ძალზე ინტენსიური და ბობოქარია. თუმცა მათი უმრავლესობა მალე ნელდება, მანამ სანამ ახალ „საკბილოს „ არ დალანდავს ჰორიზონტზე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ცეცხლის სტიქიას გამუდმებით ესაჭიროება ახალ-ახალი „საწვავი“ საიმისოდ რომ არ დაჟანგდეს და კარგად იმუშაოს.
რაც შეეხება წყლის სტიქიის მამრებს ანუ კიბოებს, თევზებს და მორიელებს მათთვის სექსუალური მოთხოვნილებები და პარტნიორთან ემოციური თავსებადობა ძირითადი ფაქტორია ურთიერთობაში, ამიტომ თუ მათ პარტნიორი ემოციურად ავსებს იქ სექსუალური პრობლემებიც მოხსნილია.
აი მიწის სტიქიასთან ანუ ქალწულთან, კუროსთან და თხის რქასთან კი მთავარი, კომფორტი და წესრიგია. ამ მამაკაცებისთვის სექსს, ისევე როგორც დანარჩენ ყველაფერს ცხოვრებაში თავისი რიგი და გრაფიკი აქვს. ამიტომ თუ პარტნიორი თანახმაა მასთან ერთად ამ გრაფიკით იხელმძღვანელოს პრობლემა ნამდვილად არ შეიქმნება.
ყველაზე ნაკლები სექსუალური აქტივობით კი, ჰაერის სტიქიის მამრები გამოირჩევიან ანუ ტყუპები, სასწორები და მერწყულები. ისინი მთელს თავის ტემპერამენტს ლაქლაქში და ვერბალურ კომუნიკაციაში ხარჯავენ, ამიტომ თუ გინდათ ასეთ კაცს თავი მოაწონთ, ნაირ ნაირი სექსუალური თეთრეულის ყიდვას ჯობია, ინტელექტის დონე აიმაღლოთ. ამით იგი უდაოდ აღფრთოვანებული დაგრჩებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები