“ვყვიროდი, ოთხი კაცი მბანდა…” – ვინ სთხოვა ხელი თამო ვაშალომიძეს (ფოტო)

მოდელმა თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ პიკანტურ ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. რით იყო გამორჩეული და განსხვავებული ფოტოსესია, ამის შესახებ ფოტომოდელმა ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში ისაუბრა:

– რამდენიმე დღის წინ ხელი გთხოვეს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ეს ადამიანი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. 19 წლიდან ვმეგობრობდით, ერთი თვის, ან ერთი წლის გაცნობილი არ მყავს. საქართველოში ერთ-ერთი ცნობადი სახე და თანამდებობის პირია, ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და, მითხრა – ცოლად გამომყვებიო?! თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ სერიოზულად რომ დამიწყო ლაპარაკი, ვუპასუხე – რა სისულელეა, როგორც მეგობარს, ისე გიყურებ-მეთქი. არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც მამაკაცზე. არ მოელოდა ჩემგან უარს, ეწყინა. იმდენად გათამამებულია გოგონებისგან, რატომღაც, ეგონა, დავთანხმდებოდი. არ ყოფილა არანაირი ბეჭდები, ყვავილები და მსგავსი ცერემონიალები, 40 წლის სერიოზული კაცია და, მსგავსი რაღაც რომ გაეკეთებინა, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. არ მინდა, ვინმემ ხელი შემიშალოს, ძალიან კარიერისტი ვარ. პატარ-პატარა რაღაცები არის, მაგრამ სერიოზულად არავისზე ვფიქრობ. დიდი გეგმები მაქვს და, ვინმე რომ ჩაერიოს, არ მინდა, მით უმეტეს – მამაკაცი.

– ახალი ექსპერიმენტი გამოსცადე საკუთარ თავზე – სრულიად შიშველმა, შეღებილმა, ქანდაკების მსგავსად გადაიღე ფოტოები. როგორი იყო ფოტოსესია?

– ეს ფოტოსესია ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შემომთავაზა – ფოტო გამომიგზავნა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. ჩემთვის რაც ახალია და საინტერესო, ყოველთვის მისაღებია. ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, თურმე, შემღებეს ჩვეულებრივი საღებავით, რომლითაც კედლებს ღებავენ. საღებავი ვერ მოვიშორე, თან, იმ საღამოს ბებო გამიხდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მე კიდევ, სულ შეღებილი ვიყავი, ვყვიროდი, ვწიოდი, ოთხი კაცი მბანდა. დაახლოებით 2 000 ფოტომდე გადამიღეს და სულ ყველა წავშალე. ერთადერთი, სელფით რაც გადავიღე, ეგ დამრჩა. არ იყო ის, რაც მე მინდოდა, ამიტომ, ჯობდა, არ გავრცელებულიყო.

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

3d4fdc3b20.images.new_photo.books.tamo-vashalomidze

კომენტარები

სხვა სიახლეები