„ვოგი“ – ანუკი არეშიძე თბილისის პირველი ლედი, კალაძის მეუღლე საუკეთესო დიზაინერია

რუსული „მოდური“ ონლაინ ჟურნალი „ვოგი“ დიზაინერ ანუკი არეშიძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიას თან ახლავს რამდენიმე ფოტო, სადაც ანუკი მარტო და მეუღლესთან, თბილისის ახლად არჩეულ მერ კახა კალაძესთან ერთადაა აღბეჭდილი.
მთავარი აქცენტი სტატიაში, ბუნებრივია თავად დიზაინერის შემოქმედებაზე, წარმატებებზე და ოჯახურ ცხოვრებაზეა გაკეთებული.
როგორც „ვოგი“ წერს, წინა კვირას გამართულ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -ზე ბრენდის „Anouki „-ის ჩვენების შემდეგ, სცენაზე სიფრიფანა გოგო გამოვიდა. მან მორიდებულად გადაუხადა სტუმრებს მადლობა და მაშინვე კულისებში გაუჩინარდა.
ამასთანავე, მეორე კვირაა, დიზაინერი ანუკი არეშიძე ცდილობს თავის ახალ სტატუსს მიეჩვიოს. ოქტომბრის ბოლოს, მისი მეუღლე კახა კალაძე, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, „მილანის“ და „კიევის“ ვარსკვლავი, თბილისის მერი გახდა. ახლა ჟურნალისტები გოგონას სხვა რაკურსიდან აკვირდებიან, თუმცა მოდის ნამდვილ მოყვარულები თბილისის პირველი ლედის დიდი ხანია იცნობენ. მაგრამ, ის ასეთი ცნობილი ნათესაური კავშირების გამო არ გამხდარა. ანუკი პირველი და ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელიც კონკურსისთვის „Vogue Italia х Yoox The Next Talents“ ოდესმე ყოფილა შერჩეული. მილანში მისი კოლექციის სანახავად 2016 წელს პირადად მივიდნენ ანა ვინტური და ფრანცა სოცანი. მის ჩვენებას თბილისის „ფეშენ ვიქის“ -ზე კი ყველაზე მეტად ელოდებიან. ბრენდი „ Anouki“ დაარსებიდან სულ ოთხ წელს ითვლის, მაგრამ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია აზიაში, იყიდება პარიზში, Farfetch-ზე Moda Operandi и Yoox,-ში. ის ასევე ფლობს ბუტიკებს თბილისსა და ბაქოში. მალე კი ეს ბრენდი მოსკოვის „ცუმ“-შიც გამოჩნდება.
„ვოგი“ წერს, რომ პუბლიკაზე ანუკი თავმდაბალი და ცოტა მორიდებულიც კია; უფრო სერიოზული, ვიდრე მომღიმარი; ის თავდაჯერებულია და ღირსეულად უჭირავს თავი, საუბრობს ხმადაბლა და ამავე დროს ხუთ ენაზე. მის სუსტ მხრებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ანუკი არეშიძე სამი ჯიგიტის დედაა: რვა წლის ლევანის, ხუთი წლის კახის და სამი წლის ვაჩესი. ასევე ის საკუთარი ბრენდის მფლობელია, სამი ძაღლის პატრონი და ნამდვილად იდეალური ქართველი მეუღლეა, იმის მიუხედავად, რომ ქმრის გვარი არ აუღია. „ვოგი“ ასევე აღნიშნავს, რომ ანუკი ელეგანტური, მშვიდი და მეოჯახეა. ბავშვობაში კი ყველაფერი სხვანაირად იყო. გოგონა ბიჭებთან ერთად ომობანას თამაშობდა და მხოლოდ მათთან მეგობრობდა. 12 წლის ასაკში დედამ ის სამოდელო სკოლაში მხოლოდ ერთი მიზნით მიიყვანა, უნდოდა გოგოსთვის ცოტა ქალურობა ესწავლებინა. ეს გეგმა წარმატებული აღმოჩნდა, ჯერ კიდევ მოზარდმა კონტრაქტი მოაწერა სააგენტო Elite Milano“-სთან და საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც მომავალი მეუღლე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ახალგაზრდა მცველი გაიცნო. მოგვიანებით ანუკიმ დაამთავრა „Marangoni“, შემდეგ კი პირველი ვაჟიც გააჩინა. სწორედ ანუკისთან თანაცხოვრების დროს გახდა კახა კალაძე საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, შემდეგ პოლიტიკოსი, ენერგეტიკის მინისტრი და საბოლოოდ დედაქალაქის მერი… როგორც „ვოგი“ წერს, მამაკაცი რა თქმა უნდა თავია, მაგრამ ქალი კისერია და სადაც მიატრიალებს… ამიტომაც „ვოგი“ ელის, რომ თბილისი პოსტსაბჭოთა კავშირის ყველაზე მოდური ქალაქი გახდება.
ამას გარდა, „ვოგი“ წერს, რომ ანუკის სახლის გარდერობში მოიპოვება „ლუქები“ ყველა შემთხვევისთვის, თუმცა მას ვერ შეხვდებით თბილისის ყველაზე ძვირფას რესტორნებში, კარაოკეში ან განსაკუთრებულ ღონისძიებაზე. მას უფრო ნახავთ შვილთან ერთად სადმე ხატვის წრეზე, სტადიონის ტრიბუნაზე ან ბაზარში, სადაც ის თავად დადის. მისი გართობა კი კრივი და სპორტულ დარბაზში ყოველდღიური ვარჯიშია. მთავარი ბიუთი-რიტუალი- სახლის ნიღბები კვერცხის გულისგან, ლიმონისგან და კარაქისგან . საღამოობით კი ანუკი მეუღლის მოლოდინში, ბავშვებს აძინებს და ყინულის კუბებით სახეს იწმინდავს. სტატიის ბოლოს ავტორები აღნიშნავენ- საქართველომ ხომ ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც ტრადიციები ყოველთვის აქტუალური და მოდურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები