“ეს ციკლი 2024 წლის 2 იანვრამდე გასტანს”- რამაზ გიგაური რეტროგრადული მერკურის შესახებ

ასტროლოგი, რამაზ გიგაური დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და რეტროგრადული მერკურის შესახებ წერს:

“რეტროგრადული მერკურის შესახებ:
2023 წლის დეკემბერი
/© რამაზ გიგაური/
ფაზები [თბილისის სასაათო დროით]:
<< 13.12.2023 (12:09) რეტროგრადული მოძრაობის დაწყება (თხის რქის 8°29’20”)
* 23.12.2023 (11:18) ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა (რეტროგრადულად მშვილდოსანში გადასვლა)
>> 2.01.2023 (8:08) დირექტიული მოძრაობის დაწყება (მშვილდოსნის 22°10’52”)
13 დეკემბერს – აზროვნების, ინფორმაციის, კომუნიკაციის პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. მისი ეს ციკლი 2024 წლის 2 იანვრამდე გასტანს. ამას ემატება ის ასტროლოგიური ფაქტიც, რომ 13 დეკემბერი ახალმთვარეობის პერიოდიც არის. აქედან გამომდინარე, ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის რეკომენდებული ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
ამ ახალმთვარეობის ასტროლოგიური გავლენის გამო შესაძლოა ადამიანებში გააქტიურდეს უტაქტობის, უხეშობის, აგრესიის ალბათობა, რადგან მზე-მთვარესთან, მართალია სეპარაციულ, მაგრამ მაინც შეერთებაში იმყოფება ენერგიის, ძალის, მოქმედებისა და აგრესიის მმართველი პლანეტა – მარსიც.
რეტროგრადული მერკურის ფაზის გამო დეკემბრის მეორე ნახევარი არასასურველი იქნება მოლაპარაკებების წარმოებისთვის, შეთანხმებებისთვის, ხელშეკრულებების (ან სხვა ტიპის საბუთების) გაფორმებისთვის (ცხადია, გარდა გადაუდებელი საქმეებისა). თუმცა ამ პერიოდში შესაძლებელი გახდება წარსულის ანალიზი, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ადრე დაწყებული და გადადებული საქმეების დასრულება, ასევე გაწელილი-გაჭიანურებული მოლაპარაკებების განახლება, შეწყვეტილი სწავლის თუ პრობლემური ურთიერთობის ახლიდან დაწყება-განახლება. 13 დეკემბრიდან – 2 იანვრამდე პერიოდში ბევრ ადამიანს საშუალება გაუჩნდება კრიტიკული თვალით გადახედოს თავის წარსულს, გააანალიზოს, შეაჯამოს და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოს.
ვისთვის იქნება ეს პერიოდში მნიშვნელოვანი:
* პირველ რიგში მშვილდოსნის და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვინც სწორედ 10 სექტემბრიდან – 2 ოქტომბრამდე დაიბადა)
* მათთვის, ვინც 15-31 დეკემბრის შუალედში დაიბადა;
* მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ რეტროგრადული მერკური აქვთ, რადგან მათთვის სწორედ ამ პერიოდში ბევრი რამ გასაგები გახდება, დაინახავენ ბევრ რამეს, რომლის დანახვას და გაცნობიერებას აქამდე ვერ ახერხებდნენ.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები