“ეს დრო იდეალურია ოქტომბრის თვის შემოქმედებითი ჩანაფიქრისათვის და გეგმებისათვის”- რას გვირჩევს ასტროლოგი ახალმთვარეობისას 

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ახალმთვარეობასა და ოქტომბრის თვის შესახებ წერს.

“თბილისის დროით 17.09.2020 15:00 -18.09.2020 7:34 მდემთვარის I დღე

სიმბოლო-ლამპარი, ლამფა, სინათლე, მესამე თვალი, გალაქტიკის სამსხვერპლო, ზევსის თავიდან გამომავალი აფინა-პალადა სრული შეიარაღებით.

მუდმივი სინათლის ამსახველი ლამპარის სიმბოლო, სულიერი კავშირი მთელ სამყაროსთან.

დღის მახასიათებლები და მნიშვნელობები:

ამ დღეღამეში მოქმედი პროცესები არის განწმენდა. მზის პირველ სხივებში, რომელიც ანათებს მთვარეს, უნდა დაიწვას სულის ჭუჭყი. მთვარის ციკლი ახლა იწყება, ამიტომ ეს დრო იდეალურია მომავალი თვის შემოქმედებითი ჩანაფიქრისათვის და გეგმებისათვის. მთვარის პირველი დღე წარმოადგენს მთელი მთვარის ციკლის ფუძეს. თქვენ ხართ ზუსტად მის დასაწყისში. ეს არის დრო-სუფთა ფურცელი, რომელზედაც შეგიძლით ჩაინიშნოთ თქვენი ყველაზე გაბედული ოცნებები, გეგმები და მოლოდინები. მხატვრულად რომ ვთქვათ, თქვენ დღეს ქმნით ფუნდამენტს მთლიანად მომავალი თვისათვის, და ეს ფუნდამენტი რაც უფრო მყარი იქნება, მით უფრო წარმატებულად ჩაივლის მომავალი პერიოდი. მთვარის თვის პირველი დღე-ძალიან ნათელი და სუფთა დღეა. ამ დღეს ყველა თქვენს აზრს გააჩნია ძალა და რეალიზებისაკენ მიდრეკილება მომავალი თვის განმავლობაში.

ასეთი უჩვეულო და მაგიურია მთვარის ეს პირველი დღე. ყველა ოცნება ასრულებადია, თითქოს ჯადოსნური ჯოხი მოგექნიოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოცნება შეესაბამებოდეს თქვენსავე ჭეშმარიტ სურვილებსა და მოთხოვნილებებს, რომლებიც თქვენთვის ნამდილად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ისინი წარმეტებით რეალიზდებიან თქვენი ჩარევის გარეშეც. ამ დღეს კარგია წყენების პატიება როგორც მეგობრებისათვის, ასევე მტრებისთვისაც, რადგან ეს ამ დღეს უფრო ადვილად გამოგივათ, ვიდრე სხვა დღეებში, ამავდროულად კი დააჩქარებს თქვენი გეგმების განხორციელებას. ეს ძალიან კარგი, სუფთა და ნათელი დღე უნდა მიეძღვნას ყველაფერ იმას, რაც აამაღლებს თქვენს სულიერებას. დღე კარგია განმარტოებისათვის, ფიქრისა და წარსული ქმედებების გასაანალიზებლად, ასევე სამომავლო გეგმების ჩამოსაყალიბებლად. სასარგებლოა ბავშვობის გახსენება, საკუთარი ცხოვრების გზის გაანალიზება, წიგნების წაკითხვა საკუთარი ერის ისტორიის შესახებ.

აქ საჭიროა საკუთარ თავთან გავაჟღეროთ ყველა აზრი და წყენა, ვაპატიოთ ყველა მეგობარსა და არამეგობარს. და ამის გაკეთებას ამ დღეს უფრო იოლიალად შეძლებთ, ამავდროულად კი ეს დააჩქარებს თქვენი გეგმების განხორციელებას და გაგანთავისუფლებთ დაგროვილი კომპლექსებისაგან.

ესაა საკუთარი თავის შეცნობისა და აღქმის დღე, როცა ვპასუხობთ კითხვას „ვინ ვართ ჩვენ“? ასევე, მონანიების, საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან შერიგების, სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნის, ტრადიციებთან და ისტორიასთან დაახლოვების, ისტორიული ადგილების მონახულების დღე. განსაკუთრებით სასიკეთოა, თუ ის ემთხვევა ორშაბათს ან პარასკევს. სიმბოლურად უკავშირდება ვერძის პირველ 12 გრადუსს. ესაა მენტალურ ენერგიებთან, მენტალთან, წარმოსახვით აზრებთან მუშაობის დღე. როგორც წესი, ამ დღეს არავითარი სიახლის წამოწყება რეკომენდირებული არაა, შესაძლებელია მხოლოდ მათი დაგეგმვა. ესაა ისეთი მაგიური დღე, როცა შესაძლებელია შემეცნებაში ისეთი წარმოსახვითი აზრების, მენტალური ფორმების შექმნა, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. ესაა ასევე, მენტალურ ენერგიებთან და შემოქმედებით ჩანაფიქრებთან მუშაობის დღე, მხოლოდ არაა საჭირო ჯერჯერობით მათი გამოაშკარავება. შეინახეთ ის თქვენთვის. ეცადეთ არ გაუშვათ ხელიდან ეს მომენტი, რადგან შესაძლოა მთელი მთვარის თვის წარმატება მასზე იყოს დამოკიდებული.

ამ დღეს არაა რეკომენდირებული ახალი საქმეების დაწყება, საჭიროა მხოლოდ მათი დაგეგმვა. ამ დღეს დაგეგმილი საქმეები, შესაძლოა შემდგომში წარმატებულად რეალიზდეს, თანაც თქვენი ჩარევის გარეშეც. ფიქრისას უპრიანია ძალინ ფრთხილად ვიყოთ, რადგან შესაძლოა შევქმნათ ისეთი აზროფორმები, რომლებიც შემდგომ დიდ უბედურებას მოგვიტანენ. „არასაჭიროზე“ ფიქრი ძალიან დიდი დაუფიქრებლობაა, რადგან შესაძლოა შეიქმნას ისეთი რეალობა, რაც შემდგომ არასასიკეთოდ განვითარდება. ეს ძალიან სუფთა დღეა.

არსებობს გამოთქმა: „თუ რწმენით ინატრებ, ოცნება აუცილებლად ახდება“. ეს გამოთქმა ყველა ადამიანთან მიმართებაში ჭეშმარიტია, რადგან საოცრების აზრს სწორედ რწმენა, ნება და წარმოსახვა წარმოადგენს. მაგრამ ადამიანს მხოლოდ იმისი წარმოდგენა ხელეწიფება, რაც მან უკვე იცის და რის შესახებაც აქვს წარმოდგენა. ამ დღეს სასიკეთოა ცეცხლზე დაკვირვება. თუ არის ამის საშუალება, შესაძლოა ბუხართან ან კოცონთან დასვენება, ასევე შესაძლებელია უბრალოდ სანთლების დანთებაც. თუ ყურს დავუგდებთ ცეცხლის ალის ხმას და ვკონცენტრირდებით რაიმე კარგზე, წარმოიშობა სიმშვიდისა და სიყვარულის შეგრძნება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეიგრძენით საკუთარი შინაგანი სამყაროს გასუფთავება შიშებისა და ნეგატიური ემოციებისაგან. ესეიგი, განთავისუფლდით იმისგან, რაც გამძიმებთ და ახლა შეგიძლიათ კონცენტრირდეთ იმაზე, რაც ჭეშმარიტადაა თქვენთვის მნიშვნელოვანი და რაც წაგწევთ წინ.

დღის საერთო დახასიათება:
დაბალეფექტური დღე როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური მუშაობისათვის.
არის საკუთარი ქმედებების მცდარი შეფასებისა და მისი თანმდევი შესამჩნევი დანაკარგების ალბათობა. ამ დროს ცხოვრებისეული ძალები დაცემულია, ამიტომ საჭიროა თავი ავარიდოთ გადაღლასა და ახალი, განსაკუთრებით სარისკო საქმეების წამოწყებას. ამ დღეს ჩვენ ახალდაბადებულებს ვგავართ. ძალები ჯერ არ გვაქვს, არც ფიზიკური და არც ემოციონალური.

მაგიური რიტუალები:

დამცავი ლოცვების, პანტაკლების, ბოროტი ადამიანისათვის ჯადოს დაბრუნების, წყევლის მოხსნის დღე. ცეცხლის სტიქიის დღე: მუშაობა სანთელთან, ცეცხლთან, წარმოსახვასთან და აზროფორმებთან. ეთერული სხეულის გაწმენდა, სვადჰისტანასთან მუშაობა, მულადჰარაზე მედიტაცია. რიტუალები მიწის ელემენტებით: მეტალებით, სოლებით, ქვებით (ერთ ჭიქა წყალზე მწიკვი მიწა ან ბალახი). ასევე ცხოველებითა და ადამიანებით (ჩიტის ბუმბული, ბეწვი).

ამ მთვარის დღეღამეში არ ღირს რაიმე პრაქტიკული ოპერაციების ჩატარება მაგიის კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ის ქმედებები, რომლებიც მიმართულია შინაგან თვითრეალიზაციაზე, ანუ ვარჯიში ექსტრასენსორული უნარების გასანვითარებლად.

ეს მთვარის დღეღამე, ასევე კარგია ყველა მაგიური ოპერაციის გასააზრებლად, რომლის შესრულებასაც აპირებთ მთვარის ამ თვეში. ასევე, ახლა შეგიძლიათ შეუდგეთ ამულეტებისა და თილისმების დამზადებას, რომლებიც დაგიცავენ სულების გამოძახებისას, მომავლი მოვლენების გასაგებად.

მედიტაციები: სანთელი

მოქმედება:

დილიდანვე სასიკეთოა აქტიური ჯგუფური ქმედებები (ოჯახური ვარჯიში, სამსახურში კოლექტიური განხილვა და ა.შ.). ამ დღეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დადებითია, ყველა საკამათო საქმე გაწყვეტილებას ექვემდებარება. დილა სასუკეთოა გეგმებისა და იდეებისათვის. მაგრამ, არ გაუზიაროთ ისინი არავის, შეინახეთ თქვენთვის.

დღის ვარჯიშები და პრაქტიკები:

თქვენ უნდა წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც გახდებით სურვილის ასრულების შემდგომ. ეს თქვენი სურვილის ასრულების პროცესი კი არაა, არამედ დასრულებული შედეგი. დავუშვათ ჩაიფიქრეთ რაღაცის გაკეთება. თქვენ უნდა დაინახოთ ეს სასურველი სახე, როგორც სურათზე. უცებ, შესაძლოა ვერც შექმნათ ეს სურათი და ამისათვის კონცენტრაცია დაგჭირდეთ.

როცა თქვენ შეძლებთ თვალდახუჭულ მდგომარეობაში მკვეთრად დაინახოთ სასურველი სურათი, ჩასვით ის ოვალში, თითქოს მას ჩარჩოთი შემოსაზღვრავდეთ. (ამ პრაქტიკას შეესაბამება გამოთქმა: „რა გსურს რომ მოგართვან ლურჯმაქმანშემოვლებული ლამბაქით“? სწორედ ამ ლურჯმაქმანშემოვლებული ლამბაქის შექმნაა შესაძლებელი მთვარის პირველ დღეს.)

სანამ ისურვებთ რამეს, მანამდე აუცილებელია იმისი გააზრება, თუ რა შედეგი დადგება სურვილის ასრულების შემთხვევაში. ყველა აღმოსავლური სკოლა თანხმდება იმაზე, რომ ჯობს არ ისურვოთ არაფერი, რადგან ყველა ასრულებული ოცნება ცვლის ჩვენი ცხოვრების არსს, ადამიანი კი შესაძლოა ამისათვის მზად არ იყოს.

დღის ნიშნები:

პირველ დღეს უკავშირდება ცხვირის ხიდი, თვალები, თავის ტვინი და მთელი სახე. და თუ ადამიანს მთვარის პირველ დღეს სახეზე რაღაც „გამოახტა“, ან თქვენ დაიზიანეთ თავი-ეს ცუდის ნიშანია. ანუ თქვენ დაარღვიეთ პირველი დღის მოთხოვნა. მაგ, ადამიანი არასწორად იკვებებოდა, და დატვირთვა წავიდა მთვარის დღის შესაბამის ორგანოებზე. თუ ადამიანი არ იყენებს დანიშნულებისამებრ მენტალურ ენერგიას, უმოქმედოდ ტოვებს რა მას დიდი ხნის განმავლობაში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კენჭების წარმოქმნა შინაგან ორგანოებში (თირკმელში, ნაღვლის ბუშტში და ა. შ.).

ის ვინც ავად გახდება მთვარის ამ დღეს, ალბათ დიდი ხნით იავადმყოფებს, მაგრამ აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

ჯანმრთელობა და მკურნალობა:

სხეული-თავი (სახის მხარე), თავის ტვინი.

საკვები-დაჟინებით გთხოვთ ამ დღეს არ გადაამეტოთ ცხარე და ძალიან ცხელი საკვების მიღება. ასევე, ალკოჰოლი, მოწევა, წამლები.

ახალმთვარეობის დაწყებისთანავე ერთი დღეღამე დაიცავით უმკაცრესი დიეტა. ხოლო თუ ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, იშიმშილეთ კიდეც. თუ მთვარის პირველი დღე ძალიან მოკლეა, გააგრძელეთ მარხვა მეორე დღესაც.

დაუშვებელია გადაღლა. დღე უკავშირდება თავის ტვინსა და სახეს. სასიკეთო დროა ქრონიკული დაავადებების განკურნებისათვის. თუ ამ დღეს იგრძენით ავადმყოფობის დაწყება, აქვეა საჭირო განკურნებისათვის ყველა ზომების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ავადმყოფობა მიიღებს ქრონიკულ ხასიათს. შესაძლოა გაჩნდეს სიკვდილის შიში, რომელიც გასტანს რამოდენიმე დღეს. რეკომენდირებულია მიწაზე ფეხშიშველი დგომა და სიარული. კარგი დღეა ფსიქო და ავტოტრენინგების ჩასატარებლად. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. კუმშავს შიდა ორგანოებს.

სამედიცინო თვალსაზრისით დღე უკავშირდება თავის არეს. არ გადაიტვირთოთ, არ მიირთვათ ცხარე და ცხელი საკვები, ალკოჰოლი. რადგან შესაძლოა მოხდეს შინაგანი ორგანოების გადატვირთვა. ამან კი თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს კენჭების შექმნა. ავადობისას, პირველ რიგში, სულიერი მიზეზებია დასაძლევი. ამ დღეს ავად გამხდარმა, შესაძლოა დიდ ხანს იავადმყოფოს, მაგრამ აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

მთვარის პირველი დღე ერთერთი ყველაზე კრიტიკული დღის-სავსემთვარიობის თანმდევია. ამ მომენტში მთვარის ერთი რითმი იცვლება მეორეთი. მიმდინარეობს გარდაქმნის პროცესი და ის სრულად აისახება ჩვენს ორგანიზმზე. შესაძლებელია იმის თქმაც, რომ ამ წუთში თქვენ ხელახლა დაიბადეთ, მოიცილეთ რა ყველაფერი წინა თვეში დაგროვილი. ანუ, თქვენ ახლა ძალიან დაუცველი ხართ. ამ დროს იმუნიტეტი და ფსიქიკა დასუსტებულია. იზრდება ავად გახდომის ალბათობა. ამიტომ, მთვარის პირველ დღეს უპრიანია საკუთარ თავს მოვექცეთ ყურადღებით და დავზოგოთ ის.

ამ დღეს რეკომენდირებულია თავიდან ავიცილოთ დატვირთვები. შესაძლოა ორგანიზმზე ცუდად აისახოს ალკოჰოლის, ცხარე და ცხელი საკვების გამოყენება.

ორგანიზმისათვის ამ დროს საუკეთესო დახმარება შესაძლოა იყოს ყველაფერი ის, რაც საშუალებას მოგცემთ იმყოფებოდეთ მოშვებულ და მშვიდ მდგომარეობაში. მაგ. წყნარი და სასიამოვნო მუსიკა, სუფთა ჰაერზე გასეირნება. სასურველია ფიზიკური დატვირთვის შემცირებაც. თუმცა, სულიერი პრაქტიკების ჩატარება ძალიან სასიკეთო იქნება. ამ დღეს გამოვლენილ ყველა დაავადებას ექნება სულიერი მიზეზი. ამიტომ, აქ ძირითად მკურნალობას ამ მიზეზის მოძებნა და გამოვლენა წარმოადგენს. კარგ შედეგს იძლევა შიმშილობა. პირველ რიგში თქვენ დატვირთვას უმსუბუქებთ ორგანიზმს საჭმლის მონელებისას. ამის შემდგომ კი ორგანიზმიდან გამოდევნით შლაკებს, რაც ამ დროს იოლია, რადგან ნივთიერებათა ცვლა გააქტიურებულია. რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. შესაძლოა ეს იყოს ბალახეულის ჩაი, ნახარშები, წვენები. თუმცა, აკრძალულია შაქრისა და მარილის, ან მათი შემცვლელი პროდუქტების მიღება. კარგი ეფექტი ექნება თბილ აბაზანებს. სამედიცინო თვალსაზრისით, მთვარის პირველი დღის მიმართ, ავადმყოფობის კუთხით, განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინი და სახე. ამ დღეს არაა სასურველი ამ ორგანოების არც მკურნალობა და არც ქირურგიული მანიპულაციები მათზე. თუმცა, ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ითვლება, რომ მთვარის ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობები გრძელვადიანი იქნება, მაგრამ ავადმყოფი ყველა შემთხვევაში გამოჯანმრთელდება.

აქ ყველაზე დიდ ყურადღებას ითხოვს კბილები და ხახა. კარგია გამაჯანსაღებელი ვარჯიშის ახალი კომპლექსის დაწყება.

ხშირია კენჭებთან დაკაშირებული დაავადებების, გაუვალობის გამწვავება. ფიზიოლოგიურად მძიმე დღე კუმშავს ორგანოებს. დაავადებებს პირველ რიგში უნდა ჩამოვაშოროთ სულიერი მიზეზები. მთვარის ამ დღეს ავად გამხდარი ადამიანი დიდ ხანს იავადმყოფებს, მაგრამ აუცილებლად გამოჯანმრთელდება.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

დღე არაა სასიკეთო კოლექტიური მუშაობისათვის, საჭიროა თავის არიდება ადამიანთა თავყრილობისა და არასაჭირო კონტაქტებისათვის. საზიანოა გადაღლა. ითვლება, რომ ამ დღეს თმის შეჭრა ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. სასიკეთო არაა ახალი საქმის დაწყება, ჯობია შემოიფარგლოთ გეგმებითა და ოცნებებით. მთვარის პირველ დღეს ცუდი გეგმების დასახვა სახიფათოა, მათ უბედურების მოტანა შეუძლიათ. ეს ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გაუთხაროთ სხვას ორმო, რათა შიგ თავად არ ჩავარდეთ.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ბალახების შეგროვება:

ბუნებასთან შერწყმის დღე, ცხოველებთან და მცენარეებთან ურთიერთობა. სასიკეთო დღეა ხეების, ნერგების დასარგავად. სასურველია დარგვა მზის ჩასვლამდე განხორციელდეს.

ამ დღეს ჩასახული ბავშვი:

მას დაიფარავს და მფარველობას გაუწევს ცა. ნების ძალა, გრძელვადიანი და საინტერესო ცხოვრება. შესაძლოა ის გახდეს სამღვდელო პირი. ჩასახვის ამ დღისათვის საჭიროა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი, გრძელი მარხვით მომზადება.

მთვარის პირველ დღეს დაბადებული ბავშვი:

ამ დღეს ჩვეულებრივ იბადებიან ადამიანები მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ისინი ამჟღავნებენ ნიჭიერებას ზუსტი მეცნიერებების, ანალიზისა და დაგეგმარების მიმართ. ეს უკანასკნელი მათ ეხმარება საკუთარი დროის ზუსტად განაწილებაში და არამარტო დაგეგმილი, არამედ მოულოდნელად წარმოქმნილი საქმეების დაძლევაში. ამიტომ, ყველაზე მოულოდნელ და კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ისინი ახერხებენ საკმაოდ ეფექტური გამოსავლის სწრაფად მოძებნას.

მიუხედავად ამ შესანიშნავი თვისებებისა, მთვარის ამ დღეს დაბადებულები საკმაოდ გაუბედავები არიან და ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად ცდილობენ არ იმოქმედონ აქტიურად, ამის მაგიერ კი იოცნებონ და იფიქრონ. მაგრამ ასეთ ხალს ეძლევა რეკომენდაცია საკუთარ აზრებს მიუდგნენ ძალიან ყურადღებით. აზროფორმებთან მუშაობის თანდაყოლილი ნიჭი მათ ხელს უწყობს ცხოვრებაში მათივე როგორც კარგი, ასევე ცუდი ჩანაფიქრის განხორციელებას. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთვარის პირველ დღეს დაბადებულ ადამიანს ხელეწიფება მოვლენების წინასწარმეტყველება. მაგრამ, ამ თვისების გამოყენება რეალური ოცნების რეალიზებისათვისაც დაგვეხმარება. თუ მთვარის პირველი დღის ადამიანი ძალიან ნათლად, წვრილ დეტალებამდე (სუნი, შეგრძნებები, განწყობა, განლაგების დეტალები) შეძლებს ჩანაფიქრის სრული სურათის დახატვას, არის ამის განხორციელების საკმაოდ მაღალი ალბათობა.

ჩვეულებრივ, მთვარის პირველ დღეს დაბადებული ადამიანები ცოცხლობენ ღრმა სიბერემდე. მაგრამ, მიუხედავად ამისა მათ ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რადგან სასიცოცხლო ძალების აღდგენა მათ ძალიან რთულად გამოსდით. ამიტომ, სასურველია ძლიერი დატვირთვების თავიდან აცილება, ასევე, მავნე ჩვევების მთლიანად უგულველყოფა.

მთვარის პირველ დღეს დაბადებულ ადამიანებთან, მენტალტან მუშაობა მიმდინარეობს ქვეცნობიერ დონეზე. როგორც წესი, მთვარის პირველი დღის ჩანაფიქრი მათ უსრულდებათ, თუკი ეს სურვილი საკმაოდ სუფთაა. ასეთი ადამიანები საკუთარ ემოციებს ძალიან ფრთხილად უნდა მოექცნენ და თვალყური ადევნონ საკუთარ აზრებს. მათი ფიქრები რეალიზდებიან და მოქმედებენ უფრო ძლიერად, ვიდრე სხვა ადამიანებისა. მთვარის პირველ დღეს დაბადებული ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ნახევრადბავშვები არიან. ისინი ყოველთვის ბავშვურად ელიან რაღაცას, ოცნებობენ. მოქმედებას იწყებენ ძალიან ენერგიულად და სწრაფად. შეუძლიათ გმირობის ჩადენაც.

სიზმრები:

ამ დღეს თუ გესიზმრებათ რაიმე კარგი-ეს სიკეთის ნიშანია, ცუდს არ მიაქციოთ ყურადღება და ის ადვილად, თავისთავად წავა, თუ ძალიან არ კონცენტრირდებით ამ სიზმარზე. ამ დღის სიზმრები არაა მძიმე.

ყველაფერი რაც დაგესიზმრათ, ეს მხოლოდ მცირე მირაჟია, რასაც შესაძლოა როგორც ყურადღება მიაქციოთ, ასევე პირდაპირ დავივიწყოთ. მთვარის პირველ დღეს ხდება მთელ მომავალ თვეზე აწყობა.

სიზმრები, როგორც წესი, მძიმე არაა, მაგრამ არც არაფერს გვამცნობს. რაიმე კარგის დასიზმრება სიხარულის მომასწავლებელია, ცუდისა კი, უმრავლეს შემთხვევაში არ იმსახურებს ყურადებას.

თუ ჩვენი სიზმრის პერიოდი მოიცავს მთვარის პირველი დღეღამის დასაწყისს, მაშინ დაწოლამდე იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, დაიპროგრამეთ თავი იმაზე, რომ მომავალ თვეში აგიხდეთ ყველაზე გაბედული იმედები და მოლოდინები. მაგრამ დაიმახსოვრეთ, გეგმები აუცილებლად სუფთა და გონივრული უნდა იყოს.

ამგვარად, უდიდეს როლს თამაშობს ის ფაქტი, თუ როგორც მიუდგებით საკუთარ აზრებს. თუ დაგესიზმრათ რაიმე ნეგატიური, ცუდი და თქვენ ჩაეჭიდებით ამ განწყობას, ამ შემთხვევაში ის არ დააყოვნებს თავის გამოვლინებას თქვენს ცხოვრებაში. იგივეს თქმა შეიძლება სასიამოვნო სიზმრების შესახებაც. შესაძლებელია მივიღოთ ისინი როგორც სასიამოვნო ზრაპარი, რომელიც მხოლოდ კარგს გვიქადის.

ქვები:

ბრილიანტი, მთის ბროლი, კვარცი-რაუხტოპაზი, ლაზურიტი. ფრთხილად-ბრილიანტი ყველასათვის არაა რეკომენდირებული.

დღის ქვა:

რათა ეს პროცესი წავიდეს უკეთ, აუცილებელია მარცხენა ხელში პირველი მთვარის დღის ჩაკრის დონეზე გვეჭიროს პირველი მთვარის დღის ქვა-ლაზურიტი. ლაზურიტში არის ურანის, იუპიტერისა და ვენერას ენერგია. იუპიტერი და ვენერა იძლევა თავმოყრასა და გაფართოვებას, ხოლო ურანი ბედნიერ შემთხვევას. მაგრამ ქვა უნდა იყოს კონკრეტულად თქვენი და გაპრიალებული, თუნდაც ერთი მხრიდან. ქვას შეუძლია მთვარის პირველი დღის ენერგიის დაგროვება და კონცენტრირება.

თმის შეჭრა:

ალბათ, თმა ყველაზე მძაფრად რეაგირებს მთვარის ციკლებზე. შემთხვევითი არაა, რომ ხალხურ კოსმეტოლოგიაში უმეტესი ეგრეთწოდებული „ცრურწმენა“ სწორედ თმაზე მთვარის ზემოქმედებს უკავშირდება: „შეიჭერით თმა სავსემთვარეობისას, რათა თმა ხშირი იყოს“, „კლებად მთვარეზე თმას არ იჭრიან, მაგრამ იკეთებენ ნაწნავებს“ და ა. შ. ითვლება, რომ მთვარის პირველ დღეს თმის შეჭრა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები