ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით – ვისთვის იწყება კარგი პერიოდი, ვინ მიიღებს ფულად სარგებელს და ვის ელოდება რომანტიკული თავგადასავლები

ახალმთვარეობა ყოველ თვე გვაქვს. თითოეული გარკვეულ მისიას გვაკისრებს, ივლისში ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოშია. კირჩხიბი არის სახლი, ოჯახი, წინაპრები, გვარი. მისიებიც ამ მიმართულებით უნდა შეასრულოთ და სურვილებიც ამ თემაზე უნდა ჩაიფიქროთ. ახლა კი ვნახოთ, რა გევალებათ კონკრეტულად თქვენ თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

ვერძი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. განსაკუთრებით დედასთან. უმასპინძლეთ მათ შინ, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. იზრუნეთ მშობლების კეთილდღეობაზე. ნათესავებს გამოჰკითხეთ წინაპრებზე. მოაწესრიგეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები (რემონტი, გადაკეთება). ბინაში განაახლეთ ინტერნეტ ქსელი, დენის გაყვანილობა.

კურო

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან. იზრუნეთ განათლების მიღებაზე, ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე. კარგ შედეგს მოგიტანთ სარეკლამო კამპანია, მარკეტინგი. მოემზადეთ, გახშირდება კონტაქტები (ზარები, მიმოწერა, მიმოსვლა). დოკუმენტების შედგენისას იყავით დაკვირვებული.

ტყუპი

შეგეცვლებათ ღირებულებები. მოგინდებათ მეტი ფულის გამომუშავება. შეიძლება გააძვიროთ თქვენი საქმიანობა, თუ მომსახურების სფეროში ხართ დაკავებული. იზრუნეთ ფულის დაგროვებაზე, გონივრულ დაბანდებაზე. მთვარის ამ თვეში შეიძენთ იმას, რაზეც აქამდე ოცნებობდით. ზოგიერთს შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი

ახალი პერიოდი გეწყებათ: უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე და არა სხვებზე, როგორც იცით ხოლმე. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმიჯის შეცვლაზე, საკუთარი თავის მეტად გამოვლენაზე. თუ ხვდებით, რომ მწვერვალების დასაპყრობად რაღაც გაკლიათ, ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე, ონლაინლექციებზე. ყველაზე, ყველაზე საუკეთესო უნდა გახდეთ. დაიწყეთ ის, რაზეც ადრე დრო და ენერგია არ გრჩებოდათ.

ლომი

დასვენების პერიოდი დაგეწყოთ. მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული საკუთარ თავზე. მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და ენერგიული, განახლებისთვის მზად უნდა შეხვდეთ. კარგია ქველმოქმედება, წმინდა ადგილების მონახულება. კარგ შედეგს მოგიტანთ მშვიდ ადგილებში, წყლის პირას დასვენება. გათავისუფლდით ფსიქოლოგიური შიშებისგან. მეტი დრო დაუთმეთ მუსიკას, არტთერაპიას, ფოტოების გადაღებას.

ქალწული

სამომავლო იდეებზე დაფიქრდით, რა გსურთ, რომ განახორციელოთ. იფიქრეთ ინტერნეტბიზნესის განვითარებაზე. მზად იყავით სიახლეებისთვის. შეიძლება მოულოდნელი შანსები გამოგიჩნდეთ განვითარებისთვის, წინსვლისთვის. საქმიანობაში მეტად გამოიყენეთ გაჯეტები. გაწევრდით ინტერესთა ჯგუფებში. გახშირდება მეგობრებთან შეხვედრები.

სასწორი

დაისახეთ სტრატეგიული გეგმა, დაიწყეთ ბიზნესი, იზრუნეთ კარიერულ წინსვლაზე. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გათვალოთ თითოეული ნაბიჯი, რომ საუკეთესო გახდეთ, დაწინაურდეთ. ზოგიერთს მოგინდებათ სოციალური სტატუსის შეცვლა, ძვირად ღირებული ან ელიტური უძრავი ქონების შეძენა.
მორიელი

მაქსიმალურად მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის. შეიძლება მოგინდეთ პირადი ბრენდის პოპულარიზაცია. რჩევა ჰკითხეთ სპეციალისტს, გურუს ან შეიძლება თავად გახდეთ სხვისთვის მრჩეველი, დამკვალიანებელი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ან მოინახულეთ წმინდა ადგილები. დაისახეთ უმაღლესის დასრულება, დიპლომის მიიღება, იურიდიული საკითხების მოგვარება.

მშვილდოსანი

უნდა დაფიქრდეთ, რას უნდა გამოემშვიდობოთ და რა გაიყოლოთ მომავალში. გონივრულად დააბანდეთ ფული, განკარგეთ სხვისი ფულები. იყავით დაკვირვებული, რომ მიიღოთ ფულადი სარგებელი, მემკვიდრეობა. თუ 100 პროცენტით დარწმუნებული არ ხართ, კრედიტს ნუ აიღებთ.

თხის რქა

დააკვირდით პარტნიორებს, სასიყვარულოსაც და საქმიანსაც. გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა ან ახალი მოძებნეთ. ისწავლეთ პარტნიორთან თანაცხოვრება, თანამშრომლობა. ლოიალური და თბილი უნდა იყოთ, თუ კონსულტაციებს ატარებთ.

მერწყული

ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. გადახედეთ კვებას, დიეტას. მეტად ჯანსაღი და სასარგებლო გახადეთ იგი. აკონტროლეთ წყლის ბალანსი. სამსახურში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თანამშრომლებთან, თუ ბევრი ვალდებულება გაქვთ შესასრულებელი, კოლეგებს გადაუნაწილეთ. კარგი თვეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი პროფესიის შესასწავლად. თუ ხელმძღვანელი ხართ, შეიძლება ახალი თანამშრომელი აიყვანოთ კოლექტივში.

თევზები

გართობის, რომანტიკული თავგადასავლების, დღესასწაულებზე, წვეულებებზე, გამოფენებზე, თეატრში სიარულის თვეა. იყავით ბავშვური. იმხიარულეთ ბავშვებთან ერთად. მოუწყვეთ მათ გასართობი. გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი, ფული შეიძლება ჰობიმ მოგიტანოთ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები