ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაცია თურქეთში გადაიდო

თურქეთის საავადმყოფოში მყოფ ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაცია გადაიდო. ჟურნალ “OK!“-ს ინფორმაციით, მეორე ქირურგიული ჩარევა გუშინ ღამით უნდა მომხდარიყო, თუმცა იმის გამო, რომ ევას ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, ექიმებმა ოპერაცია გადადეს. ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ევას ერთი ოპერაცია თურქეთში რამდენიმე დღის წინ უკვე გაუკეთდა. ოპერაციის შედეგად გაუსაძლისი ტკივილები გოგონას ცოტა შეუმსუბუქდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები