„დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე“ – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს – მიხეილ ცაგარელი 21 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე დეტალურად ფორტუნასთან საუბრობს:

„მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ, არც თვითონ იჩქაროთ, არც სხვა დააჩქაროთ, მშვიდად გააცნოთ პარტნიორებს საკუთარი გეგმები და მოსაზრებები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ფინანსური და საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება, ახალი ნაცნობების შეძენა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და რძის ნაწარმით.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ყავისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი, ასევე ოპალი, მალაქიტი, აგატი, ქრიზოპრაზი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, შედარებით რთული იქნება დღე სასწორისა და მშვილდოსნისთვის“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები