“დღეს დაწყებული საქმე არასასიამოვნოდ გაიჭიმება 5-6 თვეზე” – მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზს 31 აგვისტოსთვის „ფორტუნა“ ავრცელებს.

“აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დღეს დაწყებული საქმე არასასიამოვნოდ გაიჭიმება 5-6 თვეზე. მოერიდეთ უსარგებლო კამათს, რადგან ნებისმიერი დავა კონფლიქტსა და დაპირისპირებაში გადაიზრდება. შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, რომელზეც ხელის მოწერას გეგმავთ, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა წარსულის გადასაფასებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და საკუთარი დანაშაულის მოსანანიებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლსა  და ნაღვლის ბუშტს. აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ ამ ორგანოებზე ოპერაციის ჩატარებას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს, თხის რქასა და თევზებს”, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები