დაუჯერებელი ისტორია – 13 წლის გოგონა ქმარმა დედამთილის დახმარებით გააუპატურა

21 წლის ანი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ მისი დაოჯახების შემზარავ ისტორიას ჰყვება. ანი 13 წლის ასაკში მოიტაცეს, მეუღლემ კი დედის დახმარებით გააუპატიურა.
„13 წლის ასაკში დაიწყო ჩემი ცხოვრება, როგორც ცოლის. მაშინ რაიონში ვცხოვრობდი. ღამით მასწავლებისგან მოვდიოდი, როცა ბიცოლაჩემმა მოტყუებით ჩასვა ჩემი მომავალი მეუღლის მანქანაში… ყველამ გაიგო, რომ გავთხოვდი, მათ შორის ჩემმა შეყვარებულმა, რომლიც 30 წლის იყო… ძალიან მწარედ მახსოვს ჩვენი თანაცხოვრების სამი თვე. საწოლში ჩაცმული ვწვებოდი, როცა ადამიანი არ გიყვარს, მასთნ სექსიც არ გინდა… თვენახევარი ურთიერთობა საერთოდ არ გვქონია. ჩემი დედამთილი ყოველდღე შემოდიოდა ჩვენს საძინებელში და საწოლს ამოწმებდა. ერთ დილასაც მესმის, როგორ ეჩხუბება ჩემს ქმარს, რა ხდება, შერცხვენილი ქალი მოიყვანე, რატომ არ არის სისხლიანი ლოგინიო. ყველას არ მოსდის სისხლიო, აუხსნა შვილმა. მეორე დღეს თბილისში წამიყვანა დედამთილმა გინეკოლოგთნ, არ ფეხმძიმდება, ბერწიაო, ეუბნება ექიმს. ნახა ექიმმა, ქალიშვილი ვიყავი და უთხრა დედამთილს. ჩამოვიდა და ჩემს ქმარს ეუბნება, კი, მაგრამ, ეს გოგო მეზობელს მოუყვანე, მოსახდენი უნდა მოხდეს, თუ არ მოხდება, წავაო. მიხვდა, რომ მარტო მისი შვილი ვერაფერს გახდებოდა და გადაწყვიტა დახმარებოდა შვილს ალქაჯის დაბმაში. დედა მაკავებდა, შვილი თავის საქმეს აკეთბდა. ვყვიროდი, დედამთილს ვკბენდი“, – ჰყვება ანი.
ანი იხსენებს, რომ, როდესაც მოიტაცეს, 30 წლის შეყვარებული ჰყავდა. მისი თქმით, მან 30 წლის მამაკაცს თავი შეაყვარა, რადგან დედა ეუბნებოდა, ის ბიჭი მას არ შეხედავდა.
„ეს ბიჭი რომ „დამეკერა“, ჩემთის სპორტული ინტერესი იყო. დედაჩემი მეუბნებოდა, ეგ ბიჭი შენ არ შემოგხედავსო. მამაჩემი თვალებს უბრიალებდა დედას, ამას ნუ ეუბნები, თორემ ხომ იცი, გააკეთებსო. მოკლედ, ვიჩალიჩე და დავუმტკიცე დედას, რომ შემომხედავდა“, – იხსენებს ანი.
იგი სწორედ ამის შემდეგ მოიტაცეს. ქმართან სამი თვის შემდეგ გაიპარა, ყოფილი შეყვარებულიც ნახა და დროებით თბილისში, ნათესავთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც სოფელში ბებიასთან დაბრუნდა, სკოლაში სწავლა გააგრძელა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა და დღეს თბილისში ცხოვრობს. ანი 47 წლის ცოლშვილიანი მამაკაცის საყვარელი ქალია. მისი თქმით, მან ამ მამაკაცში მამა და საყვარელი იპოვა.
ამასთან, ანი ინდოეთში დადის, რასაც საყვარელ მამაკაცს უმალავს. იგი დონორია და კვერცხუჯრედებს აბარებს, როგორც თვითონ ამბობს, იმისთვის, რომ სწავლის საფასური გადაიხადოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები