„დასახეთ მიზნები, ჩაუთქვით სურვილები“ – 25 იანვარს ლითონის თეთრი ვირთხის წელი იწყება

25 იანვარს ლითონის თეთრი ვირთხის წელი იწყება. ამის შესახებ ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას სხვადასხვა რჩევებს აძლევს თუ როგორ უნდა დაიწყონ 12 წლიანი ახალი ციკლი:

„25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება ლითონის თეთრი ვირთხის წელი!

ვისაც სურვილი გექნებათ შეხვდით წლის ახალ მბრძანებელს შესაბამისად:

გამოეწყვეთ წლის ფერებში – თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და მათი ტონალობები. საკმარისია, თუნდაც ერთი დეტალი იყოს თქვენს ჩაცმულობაში ამ ფერთა გამიდან. კარგი იქნებოდა ინტერიერიც ამ ფერებში გააფორმოთ, დეკორად გამოიყენოთ რაიმე ლითონის აქსესუარები. სუფრაზე დააწყვეთ სხვა და სხვა ლითონის ლარნაკები, სასანთლეები. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ლურჯი გქონდეთ დეკორაციაში.

თუ საშუალება გაქვთ ახალი თეთრი მაგიდის გადასაფარებელი გადააფარეთ სადღესასწაულო სუფრაზე და ახალი, 12 წლიანი ციკლი, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.

შეგიძლიათ სუფრაზე დააწყოთ სალათები, მწვანილი, აუცილებელია გოგრა, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწობას და სიმბოლიკას. არ დაგავიწყდეთ 8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც (მანდარინი ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის, სიმბოლოდ მიიჩნევა.

თვითონ წლის მბრძანებელისთვის მოამზადეთ ნუგბარი – გოგრის თესლები, ხორბალი, ბრინჯი, თხილი, კაკალი და რა საკვირველია, უხვად ყველი.

ასევე, არ დაგავიწდეთ მისთვის არც წყლით სავსე ფიალის დადგმაც.

გაწერეთ წლის გეგმა, დასახეთ მიზნები, ჩაუთქვით სურვილები და რაც მთავარია, რწმენით, ოპტიმიზმით შეხვდით ახალი წლის მბრძანებელს!

იწყება ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი!“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები