დაბადებული 8 დეკემბერს

დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისით სრულდება წელიწადი. იგი შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლოგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
დაბადებული 8 დეკემბერს
8 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით უზომოდ ერთგულები და პრინციპულები არიან. მათთვის დამახასიათებელია საყვარელი ადამიანების და ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღების გამოჩენა. ამასთან ერთად, ეს ხალხი ძალიან კომუნიკაბელური და სიცოცხლისმოყვარეა. თუმცა არა ზედაპირული! მათ უმრავლესობას ახასიათებს ერუდიციისკენ სწრაფვა და თანდაყოლილი ინტელექტი, რაც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში ხშირად უწყობთ ხელს.

წყარო: http://www.astrologi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები