გურამ ლომიძე და ივანა მელაი დაშორდნენ – რატომ დასრულდა წყვილის მრავალწლიანი თანაცხოვრება

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრ გურამ ლომიძისა და უკრაინელი მომღერლის ივანა მელაის რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდა.
გურამი და ივანა ერთმანეთს რამდენიმე წლის წინაც დაშორდნენ, თუმცა, მალევე შერიგდნენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ეს მათი საბოლოო გადაწყვეტილებაა.
წყვილი ამერიკაში ცხოვრობდა. დაშორების შემდეგ გურამმა საქართველოში ჩამოსვლა და “ქუჩის ბიჭებში” აქტიურად დაუბრუნება გადაწყვიტა. ჯგუფი რეპერტუარის მთლიანად განახლებაზე ფიქრობს. ივანა კი ცხოვრებას ჯერ-ჯერობით ამერიკაში აგრძელებს.
მომღერლების წყვილს, გურამ ლომიძესა და ივანა მელაის ქალიშვილი ელიზაბეტ-ნატალი ჰყავთ. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს, გურამიკოს, პირველი ქორწინებიდან 15 წლის ნიკა და ამერიკაში 8 წლის ლიამი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები