გიორგი მახარაძე – “ქუჩაში რომ გავდიოდი, ჩემთვის, ჩუმად ცრემლები მომდიოდა”

მსახიობ გიორგი მახარაძის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაციამ საზოგადოება გააერთიანა და ყველა, ვისაც რა საშუალება ჰქონდა, ფინანსურად თუ მორალურად, დაეხმარა.

როგორ შეიტყო, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და აწუხებდა თუ არა მანამდე, ან რა რეაქცია ჰქონდა დიაგნოზის დადგენის შემდეგ? – ამ საკითხზე მან “ნანუკას შოუ”-ში ისაუბრა და განაცხადა, რომ ექიმთან სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არაფერი აწუხებდა.

ამბობს, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ ცოტა შეეშინდა, მაგრამ არა საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის წევრებზე ინერვიულა. გიორგი მახარაძის თქმით, სოციალურ ქსელში წამოწყებული დახმარების კამპანიის შესახებ არაფერი არ იცოდა და მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც თანხა შეგროვდა.

მსახიობი იმასაც ამბობს, რომ ასეთი ერთსულოვნებისა და თანადგომის შემდეგ, ემოციისგან ბევრჯერ უტირია და ქუჩაში გასვლაც კი ერიდებოდა.

– ქუჩაში რომ გავდიოდი, ალბათ ერთი ოცჯერ მაინც ცრემლები მომდიოდა, ჩემთვის ჩუმად, რადგან საერთოდ უცხო ადამიანი რაღაცას აკეთებდა ჩემთვის, რაღაცას მეუბნებოდა და ამ დროს ვერ შეიკავებ თავს ემოციისგან. იმხელა მადლიერება ვიგრძენი, უბრალოდ ვერ ვამბობ, ამხელა სიყვარულს და გვერდში დგომას მართლა არ ველოდებოდი, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

წყარო:http://akhalitaoba.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები