“გიგი გაჩეჩილაძეს ვხვდებოდი და სალომეს გიგი უყვარდა” – მზია ორველაშვილის სკანდალური აღიარება

მოცეკვავე მზია ორველაშვილი ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას წარსულს იხსენებს და სალომე ჭაჭუასთან დაპირისპირებაზე საუბრობს.

როგორც ორველაშვილი ამბობს, სალომესთან, მათ სფეროში არსებული კონკურენციის გამო, კონფლიქტი არასოდეს მოსვლია, თუმცა გიგი გაჩეჩილაძის გამო კამათობდნენ.

მზიას თქმით, ის გიგის ხვდებოდა, სალომეს კი სწორედ გიგი უყვარდა.

– პირადად თქვენ როგორ ახერხებთ ამ კონკურენციის ფონზე მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ სხვა მოცეკვავეებთან?

– შეჯიბრს პარკეტზე ვტოვებ და ურთიერთობაში არ ვურევ. ხშირია, როცა მეწყვილეებს ერთმანეთი უყვარდებათ და პირადი ურთიერთობა ცეკვაზე აისახება. თუ რაღაც ცუდი ხდება – ცუდად, თუ კარგი ხდება – კარგად. კონკურენციას და მეგობრულ დამოკიდებულებას თუ ერთმანეთში ავურევ, არაფერი გამომივა. ჯულიანა განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან მას ყველასთან შეუძლია მეგობრობა. ჯულიანასთან კონფლიქტი არასოდეს მქონია.

– სალომე ჭაჭუასთან მოგსვლიათ კამათი, დაპირისპირება?

– იმის გამო, რომ ის იმარჯვებს და მე – ვერა, სალომეს მიმართ ცუდად განწყობილი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ბავშვობაში რომ ვკამათობდით, ეს ყველამ იცის. ეს მაშინ ხდებოდა, როცა გიგი გაჩეჩილაძეს ვხვდებოდი და სალომეს გიგი უყვარდა. ბავშვურად ვკამათობდით, სერიოზული ჩხუბი არასდროს გვქონია.

ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი არსებობს, ვინც ჩემზე ჭორების აგორებას დღემდე ცდილობს, მაგრამ იმდენად მეგობრული ადამიანი ვარ, ცუდად არავის მიმართ ვარ განწყობილი.

წყარო: ჟურნალი „სარკე“

კომენტარები

სხვა სიახლეები